ყირიმი კოლაფსის ზღვარზე - უკრაინამ რეგიონი უწყლოდ დატოვა

ყირიმი კოლაფსის ზღვარზე - უკრაინამ რეგიონი უწყლოდ დატოვა

access_time2020-09-22 19:00:21

ცენტრალური ყირიმის შემდეგ, წყლის გარეშე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილიც დარჩა, ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ყირიმის წყალმომარაგების სისტემის «Вода Крыма»-ს დირექტორმა ვლადიმირ ბაჟენოვმა განაცხადა.


წყლის მიწოდების შეზღუდვები რეგიონის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. დაცარიელებული წყალსაცავების გამო სოფლებში წყალი ცისტერნებით ჩააქვთ, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აპირებს. ბაჟენოვის თქმით, ყირიმის 40 დასახლებულ პუნქტში, სადაც აგვისტოს ბოლოდან წყალი მოსახლეობას განრიგით მიეწოდება, წყალმომარაგების სისტემაში უკვე შეფერხებები გაჩნდა. კერძოდ, ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში, დაბალი წნევის გამო, მოსახლეობა წყალს დღეში 2 საათიც ვერ იღებს. მაგალითად, ქალაქის 45 მრავალსართულიან კორპუსში წყალი მე-5 სართულზე მაღლა საერთოდ არ ადის, შესაბამისად, მოსახლეობა წყალს ავზიდან იღებს, რომელიც ეზოშია დაყენებული. ჩინოვნიკებმა ასევე ისიც აღიარეს, რომ განრიგის შემოღების გამო წყალმომარაგების გაცვეთილ სისტემაში დაზიანებები გახშირდა, რის გამოც მისი გამართული მუშაობა შეუძლებელია. გარდა ამისა, წყალი, რომელიც დღეში 2 საათით სიმფეროპოლის მოსახლეობას მიეწოდება, აშკარად მოყვითლო-მოყავისფრო ფერისაა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქის რამდენიმე რაიონში ონკანებიდან კანალიზაციასთან შერეული წყალი მოდის. ბაჟენოვის თქმით, ეს ფაქტები აღმოფხვრილია და რამდენიმე ადგილას წყალსადენის შეკეთება მოხდა.


ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე პრობლემები სამხრეთ, საკურორტო ნაწილში დაიწყო. ყირიმის მთავრობის მეთაურის სერგეი აკსიონოვის თქმით, საკურორტო ზონის რამდენიმე სოფელში წყალი უკვე კვირაზე მეტია არ არის, შეზღუდვები შემოღებულია ერთ-ერთ მთავარ საკურორტო ქალაქ ალუშტაში, იქ ცისტერნებით წყლის მიწოდება და ეზოებში ავზების დაყენების საკითხი განიხილება.



მტკნარი წყლის დეფიციტი ყირიმში იმის მერე შეიქმნა, რაც უკრაინამ ჩრდილოეთ ყირიმის არხი გადაკეტა. ეს დიდი სისტემა საბჭოთა დროს აშენდა და ის ნახევარკუნძულს წყალს ხარკოვის ოლქიდან აწვდიდა. ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ კიევმა წყლის ეს სასიცოცხლო არხი გადაკეტა, რის შედეგადაც, ყირიმს 4 ყველაზე მსხვილ წყალსაცავების შევსება 12-35%-მდე დაეცა.


ნახევარკუნძულის უმეტეს რაიონში წყლით მომარაგების საკმაოდ მკაცრი განრიგი მოქმედებს,  2-დან 6 საათამდე დღე-ღამეში. ზოგიერთ სოფელში წყალი მხოლოდ კვირაში 3-ჯერ, რამდენიმე საათით მოდის.


უწყლობა ყირიმს კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს. სოფლის მეურნეობა კვდება და თუ უახლოეს თვეებში პრობლემა ვერ მოგვარდა, იგივე ბედი ტურისტულ სექტორსაც ემუქრება. უკრაინასთან მიერთებამდე ყირიმი უდაბნო იყო და როგორც ჩანს, არსებობს იმის რეალური ალბათობა, რომ ის  უდაბნო გახდეს. გამოსავალი მხოლოდ ერთია - ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაპირებული წყალსადენის აშენება, თუმცა, ამ პროექტის რეალიზება არასაკმარისი დაფინანსების გამო წლების მანძილზე ჭიანურდება.


თენგიზ აბლოთია


თეგები:
ყირიმი



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up