ყირგიზულმა ბანკებმა „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე უარი თქვეს

ყირგიზულმა ბანკებმა „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე უარი თქვეს

access_time2022-12-04 00:00:55

 

აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების სანქციების ქვეშ მოქცევის შიშით, ყირგიზეთის რამდენიმე ბანკმა შეწყვიტა რუსული “Мир”-ის გადახდის ბარათების მომსახურება. ამის შესახებ 1 დეკემბერს რესპუბლიკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ კაიპ კულენბეკოვმა განაცხადა.

 

კულენბეკოვის თქმით, დასავლეთის შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ ყირგიზული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მომსახურებაზე.

 


ნოემბერში სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინებოდა, რომ „მეორადი სანქციების“ საფრთხის გამო, ცხრა ქვეყნიდან ექვსმა უარი თქვა რუსეთის გადახდის სისტემასთან მუშაობაზე. ხოლო უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, თურქეთისა და ვიეტნამის ბანკებმა მთლიანად შეწყვიტეს ან შეამცირეს სისტემა “Мир”-თან თანამშრომლობა.

 

 

radiotavisupleba





რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა
access_time2023-01-27 23:55:49
საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად ამიერიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.   საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, სადაც შესვლისთვის პასპორტი არ არის საჭირო. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თურქეთსა...


მსგავსი სიახლეები

up