ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღიც გამოაცხადა. კომისიის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.
შეგახსენებთ, ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ყირგიზეთის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი დაამტკიცა, რომელიც დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების დროს ციხიდან გაათავისუფლეს. ჯაფაროვი სასჯელს 2013 წელს საპროტესტო აქციების მოწყობისა და მძევლის აყვანის ბრალდებით იხდიდა.
ipn