„ყიდულობენ ბევრს, რომ მერე გაყიდონ ძვირად“ - მეხორბლეთა ასოციაცია ფქვილზე გაზრდილ მოთხოვნას სპეკულაციურს უწოდებს

„ყიდულობენ ბევრს, რომ მერე გაყიდონ ძვირად“ - მეხორბლეთა ასოციაცია ფქვილზე გაზრდილ მოთხოვნას სპეკულაციურს უწოდებს

access_time2020-11-13 14:00:00

საქართველოში ფქვილზე მოთხოვნა გაიზარდა.

წისქვილკომბინატებთან უკვე რიგებიცაა, რასაც მეხორბლეთა ასოციაციაც ადასტურებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მოთხოვნა სპეკულაციურია მათი მხრიდან, ვინც ახლა აკეთებს მარაგს, რომ შემდეგ უფრო ძვირად გადაყიდოს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ არცერთ პურის ქარხანას და პურის საცხობს, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, მიწოდების პრობლემა არ აქვთ.

,,ფქვილზე, მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. ეს არის სპეკულაციური მომენტი. რაც შეეხება რიგებს და აჟიოტაჟურ მოთხოვნას, ვადასტურებ, რომ ეს ასეა. რიგები გამოიწვია კომპანიების ნაწილის მხრიდან, დიდი მარაგების გაკეთების სურვილმა და სპეკულაციურმა აჟიოტაჟმა. ისინი ასაწყობებენ და გადააქვთ ფქვილის დიდი რაოდენობა, რათა შეიქმნას განწყობა, რომ ფქვილი არ არის ბაზარზე და თავად, მომარაგებული პროდუქტი შემდეგ გაყიდონ ძვირად. ანუ ყიდულობენ ბევრს, რომ მერე გაყიდონ ძვირად. ეს ასე მოხდა, პირველი ტალღის დროსაც. ახლა კი ზოგიერთი კომპანია, ცდილობს, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდით ისარგებლოს.

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არცერთი პურის ქარხანა და პურის საცხობი, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, არ არიან დარჩენილი მიწოდების გარეშე. რიგში დგანან ის კომპანიები, საცხობები და საწყობები, ასევე დისტრიბუტორები, რომლებიც შემდეგ ფქვილს გადაყიდიან.

კომპანიებს, რომლებიც ადრე მოდიოდნენ თვეში ორჯერ და ახლა, მოდიან თვეში ათჯერ, ჩვენ ვუთხარით, რომ ჩადგნენ რიგში. ისინიც არ დარჩებიან ფქვილის გარეშე, მაგრამ პირველ რიგში მიწოდება მოხდება მათზე, ვინც ბაზარს პურით ამარაგებს“-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.


ლევან სილაგავას თქმით, დღეს ბაზარზე ფქვილის ფასი სტაბილურია, იმ შემთხვევაში კი, თუ პურის ფასის ზრდა მოხდება, მთავრობა აამოქმედებს სუბსიდირების მექანიზმს.

,,ჩვენ გვაქვს მარაგები და გარდამავალი მარაგებიც. კომუნიკაცია გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომლებიც აანონსებენ, რომ თუ საჭირო გახდა, მოხდება მასობრივი წარმოების პურის სუბსიდირება. დღეს, პირველი ხარისხის ფქვილის მაქსიმალური ფასი 55 ლარია, ამიტომ არ არის არავითარი დამცავი მექანიზმი საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუ ხორბალი მსოფლიო ბაზარზე კიდევ გაძვირდება ან ლარის კურსის მერყეობის გამო ეს აისახება პურზე, მექანიზმი არსებობს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო ფასის ზრდას. ეს შეიძლება საჭირო გახდეს 2 კვირაში, ან საერთოდ არ გახდეს საჭირო. მთავარია, მთავრობა მზად არის რისკების გადასაზღვევად“,-ამბობს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


BPN.GE 



თეგები:
ფქვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up