YES Hackathon Contain COVID-19-ის კიდევ ერთი გამარჯვებული იდეა თქვენი უსაფრთხოების სამსახურში

YES Hackathon Contain COVID-19-ის კიდევ ერთი გამარჯვებული იდეა თქვენი უსაფრთხოების სამსახურში

access_time2020-07-17 14:00:00

კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული პირი მარტივად ადაპტირდეს. 


გლობალური ეპიდემიის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და გადაწყვეტილებების წახალისება. სწორედ ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, მარტის თვეში ფონდმაკრისტალი“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაკრისტალისმხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19.


ჰაკათონის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოება და/ან მიწოდება სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.


Entrepreneur ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულს ესაუბრა. როგორც თეიმურაზ გოჩიტაშვილი ამბობს, პირველი იდეა ჰაერის ფილტრის შესახებ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ინფიცირებული ზედაპირებით ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე დაიწყო მუშაობა. შედეგად, შეხებისგან დამცავი სამაჯურის იდეაზე შეჩერდა. სამაჯური ადგენს ხელის მდგომარეობას 3D სივრცეში. თუკი ხელი სახესთან ახლოსაა, აქტიურდება დინამიკი. ხმოვანი შეტყობინება მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ხელი სახესთან ახლოს აქვს. ადამიანები, რომელთა სამაჯურიც გააქტიურდება, შეახსენებენ გარშემომყოფებსაც, რომ ვირუსი შეხებით გადადის. დასაწყისში თეიმურაზისთვის სამიზნე აუდიტორია ხანდაზმულები იყვნენ, რადგან ისინი ვირუსისადმი განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ შეხებისგან დამცავი სამაჯური ყველა ადამიანისთვის თანაბრად საჭირო იყო: „ამჟამად, ჩემი სეგმენტია ყველა, ვისაც ვირუსის თავიდან არიდება სურს. ზოგადად ვირუსების უმეტესობა ფომიტული გზით ვრცელდება, ანუ უსულო საგანზე შეხების შემდეგ, სახეზე პათოგენების გადატანით. აგრეთვე, სამაჯური გამოდგება მათთვისაც, ვისაც აკნე ან სხვა პათოგენთან ასოცირებული სახის პრობლემები აწუხებთ. რაც უფრო მეტი პათოგენით(ტიტრით) ინფიცირდება ადამიანი, მით მაღალია იმის შანსი, რომ იმუნურ სისტემას გაუჭირდება ფუნქციის შესრულება - დაინფიცირებულის გამოჯანმრთელება. SARS –coV-2-ის შემთხვევაში, ყველაზე მეტად, ვირუსი, შეხებით ვრცელდება. შესაბამისად, შეხების-შემზღუდველი სამაჯურით, არა მხოლოდ დაინფიცირების თავიდან არიდება, სიმპტომების სიმძიმის შემცირებაცაა შესაძლებელი.



რაც შეეხება პროექტის მსვლელობას, თეიმურაზისთვის ონლაინ ჰაკათონი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართა. სტარტაპის ყველა საჭირო ეტაპის გავლისა და ტრენინგებზე შეუფერხებლად დასწრების შედეგად გაწერილმა ინოვაციურმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. ახლა, როგორც გამარჯვებულს „კრისტალის“ დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს, თვლის რომ უფრო მეტად  გაბედული გახდა - რაც მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებისას, მითუმეტეს დამწყები სტარტაპერისთვის.  


კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პროექტის შემდეგ, იგი გვპასუხობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი,  რაც განმივითარდა, ბიზნეს მაინდსეთია, ანუ გონების მოწყობა ისე, რომ მოვლენებში შესაძლო პერსპექტივის დანახვას იწყებ. ყოველ მომდევნო ნაბიჯს ორმაგი კრიტიკით აკვირდები და იდეებში საშუალებების შემჩნევას ახერხებ. ახლა, რეალურად, ბოლო ფაზაში ვარ. ფაქტობრივად დავამთავრე MVP-ზე მუშაობა. მომდევნო ეტაპი კი პიარი და ბაზარზე გატანა იქნება.“ 


როგორც თეიმურაზი ამბობს, დაფინანსებისა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის შეგრძნების გარეშე მას გარისკვა ძალიან გაუჭირდებოდა, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, „კრისტალმა“ კი ეს შესაძლებლობა ყველას თანაბრად მისცა: „როგორც წესი, სტარტაპს მხოლოდ გაბედულები იწყებენ. ეს ერთგვარი უნარია, რომელიც ასეთი პროექტებით უნდა გამოიმუშავო. ბიზნესში, ყველაზე მაღალი ვალუტა გაბედულობა და ენთუზიაზმია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეტნტორების რეკომენდაცია. ვფიქრობ, ლაივ მენტორინგი ვერ იქნებოდა მეტად უკეთესი. მათი რჩევები ეფექტური და ადეკვატური იყო - ეს კი დამეხმარა მიმეღწია დასახულ მიზანს და გამემარჯვებინა.“


ავტორი:ანა ბიბილეიშვილი


(R)


თეგები:
YES Hackathon Contain



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up