გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება.
ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი კრისტალი, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს ონლაინ ჰაკათონს.
ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად კრისტალი გამოყოფს სასტარტო დაფინანსების სპეციალურ ფონდს 50,000 ლარის მოცულობით.
ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში.
ბიზნეს-იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:59 საათი.
შერჩეული გუნდები დასახელდება 26 მარტს 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ექსპერტები. Pitching სესია გაიმართება კვირას, 29 მარტს 17:00 საათზე, რომლის შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული იდეები/გუნდები.
ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
კონკურსის ძირითადი პირობები:
● სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენს 5,000 ლარს (შესაძლებელია ეს იყოს უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება);
● იდეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:
სამედიცინო გადაწყვეტები;
საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი;
სოციალური დისტანცირებისა და თვით-იზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები;
ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები;
სხვა პროექტი, რომელიც დაეხმარება COVID-19-ის შეკავებას. მსგავსი იდეების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს გუნდების ერთმანეთთან დაკავშირება.
ჰაკათონის მთელი პროცესი და Pitching სესია წარიმართება ონლაინ. მონაწილეთა მინიმალური ასაკი შეადგენს 18 წელს. ბიზნეს-იდეის აღწერაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპზე COVID-19-ის პრევენციისთვის მოქმედი სავალდებულო წესების დაცვის გეგმა. ბიზნეს-იდეების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
(R)