ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა მტკვარში გადამხტარი გოგო გადაარჩინა

ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა მტკვარში გადამხტარი გოგო გადაარჩინა

access_time2019-01-24 17:23:35

ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა.
ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. რა დროსაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა.



„ მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. მიშველე, გოგო იხრჩობა და მე ცურვა არ ვიციო, ერთი ეს მითხრა. როგორც კი გადავიხედე, მტკვარში გოგონა შევამჩნიე, რომელიც წყალში ტივტივებდა.



იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე - ქურთუკი გავიხადე, იქვე ეგდო იმ გოგონას ქურთუკიც. ერთმანეთს სახელოებით გადავაბი და ვეცადე, წყალში გადამეგდო.“



რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გოგონამ ქურთუკის ერთ ბოლოზე ხელის ჩაჭიდება შეძლო.


„ნაპირთან რომ მოვწიე, ამოყვანა ვცადე, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, ხელი ეშვებოდა. „მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“.




ამ დროს შემთხვევის ადგილზე უკვე ხალხი მოგროვდა. ნიკოლოზისა და გოგონას წყლიდან ამოყვანა მისმა თანამშრომლებმა და შეკრებილმა ხალხმა ერთდროულად მოახერხეს.



„არც ამ გოგონას სახელი ვიცი, არც მისი ასაკი, არც ის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა მტკვარში. როცა წყლიდან ამოვიყვანეთ და მიწაზე დავაწვინეთ, გონება დაკარგა. პატრულის მოსვლისთანავე იქაურობა დავტოვეთ, რადგან ერთ-ერთ მისამართზე გამოძახება გვქონდა“.



ნიკოლოზ ჯოჯუას ამ გმირობის ამბავი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა თვითმხილველები.



NS








რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up