"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია.


დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ.


კახა კალაძე პასუხისმგებლობას არც იმ საკადრო გადაწყვეტილებებზე იღებს, რომელიც ქვეყნის მთავარ გაზგამანაწილებელ კომპანიაში ჯერ კიდევ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და რა დროსაც მაღალ თანამდებობებს მისი პროტეჟეები იკავებდნენ.


"კალა-კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გია ბენაშვილი "ყაზტრანსგაზში" ჯერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მოგვიანებით კი სპეციალური მმართველის მოვალეობას ასრულებდა. ბენაშვილის გადეპუტატების შემდეგ "ყაზტრანსგაზში" მის ნაცვლად, კალაძის კიდევ ერთი კადრი მამუკა კობახიძე დაინიშნა, რომელსაც პარალელურად, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიაც ჩააბარეს.



ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყაზახურ მხარეს კომპანიაში საკუთარი უფლებამოსილების აღდგენის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაშინდელი ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები ესწრებოდნენ, "ყაზტრანსგაზის" გენერალური დირექტორი ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას აღიარებდა და მისი ეტაპობრივად გადახდისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამდა.


ამ ინტერვიუს შემდეგ წინა მთავრობის მიერ დანიშნული სპერცმმართველი კალაძის კადრით შეიცვალა. ყაზახებური მმართველობის პირობებში დაგროვრბული და 54 მილიონამდე შემცირებული საბიუჯეტო დავალიანება ოთხ წელიწადში 96 მილიონამდე გაიზარდა. ყაზახურმა მხარემ ქვეყნის მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.


საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის უპირობო წაგების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყაზახურ კომპანიას 100 მილიონამდე დავალიანება ჩამოაწერა.


ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებულ მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ "ყაზტრანგაზის" 100 პროცენტიანი წილის შეძენის მსურველი მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "ვოლტბეი ელტედე" იყო, რომლის მფლობელებიც ქართველი ბიზნესმენები დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია არიან.


მეგობრობასა და ბიზნესპარტნიორობაზე გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი და ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იარყოფენ, თუმცა ასეთი კავშირის შესახებ მათი არაერთი ოპონენტი საუბრობს.


rustavi2






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up