„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შესაძლოა 40 მლნ აშშ დოლარის ვალი ახალი ინვესტორის სასარგებლოდ  ჩამოაჭრან

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შესაძლოა 40 მლნ აშშ დოლარის ვალი ახალი ინვესტორის სასარგებლოდ ჩამოაჭრან

access_time2018-07-13 16:00:50

„ყაზტრანსგაზს აქვს აღიარებულია ვალდებულება, ჩამოვწერთ თუ არა არ ვიცით, მაგრამ ყველა ვარიანტში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, ჩვემ გვექნება საუბარი მთავრობის შიგნით და აუცილებლად მივალთ რაღაც შედეგამდე. დღეს არ ვარ მზად გითხრათ ჩამოვაწერთ თუ არა ვალს,  ეს განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენზე  გააკეთა.  


როგორც  ცნობილია ყაზტრანსგაზ თბილისს  სახელმწიფოს მიმართ დაახლოებით 100 მილიონო ლარის ვალი აქვს. 


ყაზტრასნსგაზ - თბილისთან“ დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს კითხვა უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დაუსვა: 


„ახალი კომპანია,  რომელიც აპირებს იყიდოს ყაზტრასნსგაზი, იმას თუ ჩამოეწერება ეს ვალი?  ყაზახებს არ ჩამოვაწარეთ ვალი. არსებული მექანიზმით ერიცხებოდა ჯარიმები და   ვალი არ მცირდებოდა. რა ინფორმაციაც მაქვს, ყაზახეთის პრეზიდენტის დონეზე  იყო შეთანხმება მიღწეული, რომ ყაზტრანსგაზი უნდა ეყიდა ქართულ კომპანიას. მასთან იყო ეს პირობა, რომ ჩამოაწერდნენ ვალს. მაქვს კითხვა, თუ ამ ვალს ყაზახებს ვაწერთ და ისინი თანახმა არიან 40 მილიონად გაყიდონ თავისი კომპანია,  მაშინ გადაიხადოს სახელმწიფომ და გასაყიდად თავიდან გაიტანოს, რადგან ეს აქტივი 40 მილიონ დოლარზე  გაცილებით ძვირი ღირს -  120-140 მილიონი აშშ დოლარი. იმ დაზოგვაზე რაზეც ვლაპარაკობთ მცირე მთავრობის შემთხვევაში,  ორ წელიწადში 100 მილიონი დაიზოგებაო,  აქ ჩანს, რომ 200 მილიონ ლარი დაიზოგება ორ თვეში,“ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 



ყაზტრანსგაზ-თბილისის წილი იყიდება . საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ყაზმუნაიგაზს შორის ყასტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა მიღწეულია - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ინდუსტრიულმა  ჯგუფმა 2018 წლის მარტში გაავრცელა. 


გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. როგორც საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში აცხადებენ,  ითვალისწინებენ  საჯარო ინტერესს და საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ, გარიგების შესახებ  ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.  

შეგახსენებთ, ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია.


ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 მილიონ 500 ათას დოლარად 2006 წელს შეიძინა. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა:

ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 მილიონ 500 ათას დოლარად 2006 წელს შეიძინა. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა:

2009 წლის მდგომარეობით “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ყაზტრანსგაზი” ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნებას სთხოვდა. 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს” შესაძლოა, მფლობელი შეცვლოდა. მაშინ ახალ მფლობელად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სახელდებოდა, თუმცა, მაშინ ჯგუფში ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურეს. 2017 წელს კი „ყაზტრანსგაზმა“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის    დირექტორთა საბჭოს თავმჯდონარე დავით ბეჟუაშვილია. კომერსანტის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისში“  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის   აუდიტი არის შესული და ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს. 



ნინო ნატროშვილი









რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up