ყაზბეგში„ავიატორის“  ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე შუალედური კვლევის შედეგები ცნობილია

ყაზბეგში„ავიატორის“ ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე შუალედური კვლევის შედეგები ცნობილია

access_time2019-12-03 13:17:04

6 ივნისს „აჭარა ჯგუფის„ შვილობილი კომპანია „ავიატორის“ ვერტმფრენის ყაზბეგში ჩამოვარდნასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ შუალედური კვლევის შედეგები გახდა ცნობილი.  


როგორც კომპანია „ავიატორის“ იურისტი კახა წერეთელი „კომერსანტთან“ აცხადებს, დეტალური შუალედური დასკვნა აჩვენებს, რომ ვერტმფრენს ტექნიკურად არანაირი ხარვეზი არ აღენიშნებოდა და მფრინავის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შემოწმებული იყო.


„გამოძიება ამ ეტაპზე კვლავ ელოდება საბოლოო დასკვნას, თუმცა, გარკვეული შედეგები შუალედური კვლევის სახით უკვე მიღებულია. კომისიის შედეგებით, ვერტმფრენის ექსპლუატაციის პირობები, ასაფრენი ბილიკი, რასაც იყენებდა კომპანია, ვერტმფრენის ტექნიკური გამართულობა აფრენამდე, მფრინავის ჯანმრთელობის შემოწმება, საწვავი, რომელიც გამოიყენებოდა, ნაფრენი საათების რაოდენობა - ეს ყველაფერი ნორმებს შეესაბამებოდა და არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა. რაც შეეხება უშუალოდ ვარდნის მიზეზს, ამაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. რაშიც კომპანია დარწმუნებული იყო,სწორედ ის შედეგი მივიღეთ.  პასუხისმგებლობაზე ჯერ ადრეა საუბარი, კატასტროფის მიზეზი არ არის ცნობილი.  გამოძიება საბოლოო დასკვნას დაელოდება და მისი შინაარსიდან გამომდინარე გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“- ამბობს „ავიატორის“ იურისტი კახა წერეთელი.

 


2019 წლის 6 ივნისს,ყაზბეგში ამერიკულ-კანადური კომპანია Bell Helicopter-ის -ის თანამედროვე ვერტმფრენი BELL 505 ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, 2018 წელს იყო გამოშვებული და ავიაკომპანია “ავიატორი +”-ის ექსპლუატაციაში იმყოფებოდა. ვერტმფრენი სასტუმრო “რუმსს” ემსახურებოდა და ძირითადად ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი.


2019 წლის ივლისში ვერტმფრენის ძრავი გადაიგზავნა საფრანგეთში, ასევე უშუალოდ, ეკონომიკის  სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ პირადად იქნა ჩატანილი ვერტმფრენისა და ძრავის მართვის კონტროლის კომპიუტერული მოწყობილობები, სადაც განხორციელდა ვერტმფრენისა და ძრავის მართვის კონტროლის კომპიუტერული მოწყობილობების როგორც ვიზუალური, ასევე რენდგენოსკოპული და მიკროსკოპული შემოწმება-კვლევა, ამოღებულ იქნა შიდა მეხსიერების ბარათები. საფრანგეთში გაიშიფრა ძრავის მართვის კონტროლის კომპიუტერის მონაცემები.


გარდა ამისა, ვერტმფრენის მართვის კონტროლის კომპიუტერის მონაცემები გადაიგზავნა ამერიკაში და გაშიფვრა მოხდა „GARMIN”-ის მთავარ ოფისში. ასევე განხორციელდა ძრავის დემონტაჟი და ძირითადი მოწყობილობების შემოწმება-ტესტირებები

 

მარიამ მორგოშია





2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...


მსგავსი სიახლეები

up