ყაზბეგში 8 მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება ჭიანურდება

ყაზბეგში 8 მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება ჭიანურდება

access_time2021-06-21 11:00:32

ყაზბეგისთვის, როგორც ტურისტული მარშრუტების ერთერთი ყველაზე ცხელი წერტილისთვის საქართველოში, 2020 წელი ისევე რთული აღმოჩნდა, როგორც სხვა რეგიონებისთვის. თუმცა წლევანდელ ტურისტულ სეზონს, ყაზბეგის მერის ცნობით, სასტუმროების დატვირთულობა უკვე მოჰყვება. როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი უყვება, ტურისტების გააქტიურება შეინიშნება და მუციპალიტეტი 6 მილიონიან განახლების პროექტს იწყებს.


„ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შარშან. შიდა ტურიზმის მხრივ შეინიშნება წინსვლა, სასტუმროებიც ასე თუ ისე დატვირთულია. აქტიურობს ისრაელი, რუსეთი, პოლონეთი, გერმანია.

ამის გარდა, გამოცხადებული გვაქვს რეგიონების განახლებასთან დაკავშირებული პროექტი  - ცენტრის რეაბილიტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სამი სკვერის განახლებას, ასევე ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე დაახლოებით 12-მდე ობიექტის რეაბილიტაციას.  პროექტი 6,5 მილიონი ლარი დაჯდება. ამ ყველაფერს წელსვე დავიწყებთ.

ყაზბეგის რაიონი უახლოეს მომავალში საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.  ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, აუცილებლად მოდის ყაზბეგში.  შესაბამისად, ვემზადებით, არის გარკვეული პროექტები ხეობების რეაბილიტაციაზე , მაგალითად თრუსოს ხეობის. არსებობს სხვადასხვა ლოკაციები, რომელთა მეტად გააქტიურება გვინდა ტურისტულად და ჩამოსულ სტუმარს დიდი ხნით დარჩენის საშუალება და თავისუფლება ჰქონდეს,“ - ამბობს ალექსანდრე ზაგაშვილი.


თუმცა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა მასშტაბური პროექტი, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაანონსდა სოფელ გერგეტში. როგორც ყაზბეგის მერი აღნიშნავს, თანხის აკუმულირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და პროექტის შესრულებაც არ დაწყებულა.

 

„გერგეტის პარკისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობასაც ვგეგმავთ, თუმცა ჯერჯერობით დაფინანსების ნაწილში ველოდებით გარკვეული თანხის აკუმულირებას. დაახლოებით ეს მოითხოვა 8 მილიონი ლარის ინვესტიციას. ველოდებით, რომ ძალიან კარგი შედეგი ექნება ამ პროექტს.

ფაქტობრივად,  წელს საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითად ნაწილს მოვრჩებით, ისეთ სოფლებში შევდივართ, როგორიც არის ხურთისი, არშა , დარბანი. წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში ყველა საკითხი მოგვარებული იქნება,“ - ამბობს ყაზბეგის მერი.

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კომპანია SPECTRUM-მა გაიმარჯვა. გერგეტის პარკის პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ წარმოდგენილია კულტურის ცენტრის შენობათა ერთობლიობა, რომელიც მრავალფუნქციურია და მოიცავს შემდეგ ობიექტებს:



ეთნოგრაფიულ მუზეუმს;

საგამოფენო სივრცეს;

ხელოვნების სხვადასხვა დარგების შემსწავლელ სივრცეებს;

ლიტერატურულ კაფეს;

საკონფერენციო დარბაზს;

მცირე კვების ობიექტს;

პარკის დაპროექტების პროცესში შენარჩუნდა არსებული მონუმენტი, რომელიც წარმოდგენილია კომპლექსის შენობების ცენტრში.

 




 


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up