ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა გამოიჩინეს უდიდესი პასუხისმგებლობა და მიიღეს ეპიდემიოლოგიურ კვლევებში მონაწილეობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის - ამის შესახებ ყაზბეგის მინიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა.
დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
Imedinews