ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2020-07-17 16:30:43

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.



დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.




„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სკვერების მოწყობას და რაიონს კიდევ არაერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.



სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 208 334 ლარი გამოიყო.




თეგები:
სკვერი



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
access_time2021-01-22 10:55:13
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის...

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები
access_time2021-01-21 20:00:27
ამერკის 46-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებისას ამერიკის  მოსახლეობას იმ დაპირებების საკმაოდ გრძელი სია წარუდგინა, რომლის შესრლებასაც მისი პრზიდენტობის პირველ 100 დღეში აპირებს.  ამ  დაპირებებში პრიორიტეტული კორონავისურთან ბრძოლაა. ბაიდენი ამერიკელ ხალხს შეპირდა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 1,9 ტრიოლიონ დოლარს გამოჰყოფს, რომელიც  ამერიკელ ხალხს და პანდემიით დაზარალებულ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-21 21:00:04
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული...

Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება

Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება
access_time2021-01-21 19:00:32
შტატებში ძალაუფლება ახალმა პრეზიდენტმა გადაიბარა, მაგრამ დონალდ ტრამპის პერიოდში დაწყებული კონფლიქტი რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ არსად არ გამქრალა. ის ვაშინგტონს და ბერლინს შორის დაპირისპირების საგნად კვლავ რჩება. ახალი რეალობაში ტრანსატლანტიკური საგაზო დიპლომატიის დროც მოვიდა.   ზღვარი იმედსა და თავის მოტყუებას შორის  - ძალიან მყიფეა. თუ ბერლინში აქამდე ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ რუსული გაზსადენის პრობლემა თავისთავად,  ვაშინგტონში...

„ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, ივნისამდე ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ - „კულა“

„ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, ივნისამდე ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ - „კულა“
access_time2021-01-22 12:00:14
სემეკის დადგენილებით იანვრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაძვირდა. ტარიფის ზრდა შეეხო როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით მოსახლეობაზე მეტად კომუნალური გადასახადი ბიზნესს გაეზარდა, რაც პროდუქციის ფასზე აისახება და საბოლოო ჯამში ირიბად, მაგრამ მაინც...


მსგავსი სიახლეები

up