ყაზახურმა კლუბებმა ქართველები უხელფასოდ დატოვეს!..

ყაზახურმა კლუბებმა ქართველები უხელფასოდ დატოვეს!..

access_time2020-03-23 19:00:07

ის ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებიც ყაზახეთში თამაშობენ და მუშაობენ, უხელფასოდ დარჩნენ - ყაზახური კლუბების ამ, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია telegram არხი Мутко против-მა გაავრცელა.


საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო ყაზახებმა ჩემპიონატი შეაჩერეს. კლუბებმა კი გადაწყვიტეს, რომ ამ პერიოდში ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადონ. ეს ვადა ამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე იმოქმედებს.


რამდენიმე კლუბის მენეჯერმა ერთბაშად გაუგზავნა წერილები თავიანთ ფეხბურთელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაწესების გამო, მოთამაშეთა კონტრაქტები შეჩერდება. ამ დროისთვის, ლაპარაკაი ხელფასების ერთი თვით შეჩერებაზე, მაგრამ პანდემიის გავრცელების შემთხვევაში, ხელშეკრულებების შეჩერების ვადა გაიზრდება. სხვათა შორის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის კლუბების უმეტესობის კონტრაქტები შეიცავს დებულებებს ფორსმაჟორის შესახებ, ანალოგიური ვითარებაა რუსეთშიაცაა მოსალოდნელი, - იტყობინება არხი telegram არხი Мутко против.


გავრცელდა ყაზახეთის კლუბ კასპიისკის დადგენილება, სადაც წერია, რომ მოთამაშეებთან კონტრაქტები ფორსმაჟორული ვითარების გამო შეჩერდა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ამოქმედდება.



უცნობია, ბედნიერების მაუწყებელი ასეთი წერილები ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს თუ არა, მაგრამ ისინი გამონაკლისები ვერ იქნებიან. ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ტურის თამაში მოახერხეს. ლიდერი ქაისარია“, რომელმაც 6 ქულა 2 გოლის გატანით მოაგროვა და გოლები გუჯა ლობჯანიძის ანგარიშზეა.


შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრემიერლიგაში 7 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: კოსტანაის ტობოლში - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია, ყიზილ-ორდის ქაისარში - გუჯა ლობჯანიძე, პავლოდარის ირტიშში - ლევან კუტალია, ხოლო პეტროპავლოვსკის ყიზილ-ჟარში - შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე. ამას გარდა, ხოლო ჩიმკენტის ორდაბასის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ხოლო მისი თანაშემწე - გიორგი ჩიხრაძე.


მომხდარს მაკედონიური და კვიპროსული მედია გამოეხმაურა. კვიპროსული გამოცემა ფილნიუსი ამას შოკისმომგვრელ ინფორმაციას უწოდებს.


ამავე დროს, telegram არხი Мутко против იუწყება, რომ რუსეთის კლუბების უმეტესობის კონტრაქტები შეიცავს დებულებებს ფორსმაჟორის შესახებ და ანალოგიური ვითარებაა მოსალოდნელი რუსეთის პრემიერლიგისა და პირველი დივიზიონის კლუბებშიც - ამ ორივე ლიგაში სულ 16 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.


წყარო: lelo.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up