ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

access_time2019-04-16 19:26:37

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ქ. ნურ-სულთანში, სასტუმრო „Park Inn by Radisson Astana-ში გაიმართა პრეზენტაცია „საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას ტურიზმის სფერო წარმოადგენს. ელჩმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი.


დამსწრე საზოგადოებას ასევე განემარტა, რომ საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს, ხაზი გაესვა, რომ დინამიურად ვითარდება საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 25%–მდე გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი ყაზახეთიდან. აღნიშნულ მზარდ დინამიკას ხელს უწყობს პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ქ. ნურ-სლთანსა და თბილისს შორის, ასევ რეგულარული ავიარეისები ალმატი-თბილისი და აქტაუ თბილისი.



პრეზენტაციის სახით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტო და ვიდეო მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.


პრეზენტაციის დასრულების შემდგომ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის 40-ზე მეტი წამყვანი ტურისტული კომპანია, ტურისტული ასოციაციის წევრები და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.







„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up