ყაზახეთის მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაზიდვები  შემცირდა - “ეს  საქართველოს რკინიგზის და  ნავსადგურების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება“

ყაზახეთის მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაზიდვები შემცირდა - “ეს საქართველოს რკინიგზის და ნავსადგურების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება“

access_time2019-07-26 10:00:00

ყაზახეთის ინდუსტრიის და ინფრასტრუქტურის განვითარების  მინისტრის განმარტებით, 2019 წელს   სატრანზიტო გადაზიდვებიდან  სახელმწიფო, დაანონსებული - 5 მილიარდი დოლარის  ნაცვლად, მხოლოდ 3.3 მილიარდ  დოლარს მიიღებს. მინისტრის განმარტებით, ამის ერთ - ერთი მიზეზი,  კავკასიაში და კავკასიიდან თურქეთში გადაზიდვების შემცირებაა.  

 

 HUB Georgia ს ექსპერტის   პაატა ცაგარეიშვილის  განმარტებით - აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს, შესწავლას, რადგანაც გადაზიდვების შემცირება ყაზახეთის მონაკვეთზე, უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, საქართველოს რკინიგზის და ნავსადგურების ფინანსურ მდგომარეობაზე.


გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მიერ სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ტვირთების მოზიდვა წარმოადგენს სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანას, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ყაზახური მხარის განცხადებას მიეცეს სათანადო განმარტება, საკითხი მოითხოვს სათანადო კვლევას, კერძოდ, რა ტვირთების შემცირებაზეა აქცენტი გაკეთებული, რა იყო გამომწვევი მიზეზი, უფრო მეტიც, აღნიშნულ საკითხში დამატებითი სიცხადის შესატანად მიზანშეწონილი იქნებოდა, ყაზახეთში საქართველოს ელჩის ჩართვა.


„მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ მოსაზრებესთან, რომ, ერთი ნებისმიერი სახელმწიფოს მონაკვეთზე სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქურის სიმძლავრეების გაზრდა, პირობითად „ვიწრო ადგილებში“ ფინანსების ჩადება, არა კონკრეტულად იმ ქვეყნის, არამედ დერეფნის ყველა სახემწიფოს პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს და ერთობლივი ფინასური სახსრები, ინფრასტრუქტურის „ვიწრო“ ადგილებში უნდა იქნეს მიმართული, შედეგად სახელმწიფოთა საგარეო პრიორიტეტი - სატრანსპორტო დერფნის განვითარება, უფრო ეფექტიანი იქნება,“– აღნიშნავს ცაგარეიშვილი.





 HUB Georgia ს ექსპერტის  განცხადებით, ბოლო პერიოდში, ყაზახეთი სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ათავსებს, ძირითადი მიზანი ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით, ყაზახეთის გავლით სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობების ზრდა  და, შესაბამისად, დამატებითი  ფინანსური სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა წარმოადგენს.

 

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, სატრანზიტო ტვირთნაკადების მოსაზიდად, რამოდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოთვლაც საკმარისი იქნებოდა, პირველ რიგში, ყაზახეთ - ჩინეთის საზღვარზე ხორგოსის ლოგისტიკური ცენტრი, კურიკის ახალი  ნავსადგური, აქტაუს ნავსადგურის ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა, თუ ადრე, ძირითადად  ნავთობის გატარებაზე იყო ორიენტირებული, ნავთობის მილსადენში გადამისამართების შემდეგ, ნავსადგურმა შეიცვალა პროფილი და სადღეისოდ, ძირითადად  მშრალ და საკონტეინერო ტვირთებს ამუშავებს.


 გარდა ამისა, ყაზახეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს საკუთარი საზღვაო ფლოტის განვითარებაში დებს. ამჟამად კასპიის ზღვაზე  20 მდე  გემი გააჩნია. გასულ წელს, დერეფნის გასწვრივ  საკონტეინერო ნაკადის გადასაზიდად,   აქტაუდან - ალიათი (აზერბაიჯანი) - აქტაუს მიმართულებით, დაყენებული იქნა რეგულარული საკონტეინერო გემი „თურკისტანი“.

  

 

 

 სოფო ქსოვრელი 




„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-12 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
access_time2019-11-12 13:00:35
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.როგორც მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up