ყაზახეთის ახალ საპატიო კონსულად საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი დაინიშნა

ყაზახეთის ახალ საპატიო კონსულად საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი დაინიშნა

access_time2020-11-11 11:47:43

პანდემიის მიუხედავად, საქართველო და ყაზახეთი განაგრძობენ თანამშრომლობის გამყარებას. გიორგი ჯახუტაშვილი საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულად ოფიციალურად 2020 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს კი ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა ყაზახეთის საპატიო საკონსულოს დაწესებულება. დაწესებულებას ორი საკონსულო ოლქი აქვს: ქვემო ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში.


ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების ფუნქციებში სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად შედის:


ყაზახეთის მოქალაქეთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) კანონიერი ინტერესების დაცვა საქართველოში;


საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების, ასევე, მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის ხელის შეწყობა.


საპატიო საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა, ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსენს. ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, ქალაქ რუსთავის მერი, ქალაქ რუსთავის მერის პირველი მოადგილე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე და სხვები.



ღონისძიება კოვიდ19-ის პანდემიის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. გახსნას მხოლოდ 10 ადამიანი ესწრებოდა.


„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ყაზახეთის მეორე საპატიო საკონსულო გაიხსნა საქართველოში. წარმომადგენლობის გახსნა ყოველთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავხსნათ საპატიო საკონსულოები, რადგან მათი საქმიანობა სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის კეთდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობებს, კულტურულ ურთიერთობებს და საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ყახაზეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე.“ - განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა.


„ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანია ქვეყანაში მეგობარი სახელმწიფოს საპატიო საკონსულოების არსებობა. როგორც წესი, საპატიო კონსულები გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები არიან, ხშირად ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. ძირითადად, ეს არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული, სოციალური მიმართულებებით თანამშრომლობა. ქართველ ხალხს კი, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ყაზახ ხალხთან და მე იმედი მაქვს, რომ საპატიო კონსულის საქმიანობა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ურთიერთობებს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„საპატიო საკონსულოს ძირითადი მოვალეობები ყაზახეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობაა. ეს სტრატეგიული მანდატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართულ-ყაზახური თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩემი კომერციული საქმიანობა ინვესტიციების მართვაა. ყაზახეთის წილი საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ მაღალია. ჩემი გუნდის მისიაა, მიმდინარე პროექტების წარმატების ხელშეწყობა, მათ შორის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე ჩვენს მიზანს წარმოადგენს ახალი კავშირების დამყარებით, საქართველოსა და ყაზახეთის შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება.'' - განაცხადა ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა.



სახელმწიფოებს შორის საკონსულო ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმებით მყარდება. საკონსულოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები აღიარებენ, რომ საკონსულო ურთიერთობები მუდმივად მყარდებოდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად.


საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.


(R)

თეგები:
ყაზახეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up