ყაზახეთიდან ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ყაზახეთიდან ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

access_time2022-05-13 12:30:00

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთიდან პოპულარულ მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია Air-Astana-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. ტურის მონაწილეები კახეთს ეწვევიან. 13 კაციანი ჯგუფი დაათვალიერებს სიღნაღს, გაეცნობა ადგილობრივ კულინარიას. ტურის მონაწილეები ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა.



ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.




„ყაზახეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ ყაზახეთში ვამბობთ სტუმარი ღვთისგან არის გამოგზავნილი და ზუსტად იგივე გამონათქვამია საქართველოში. თქვენი ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარეა. იმედი მაქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ავიაკომპანია Air-Astana-ს საშუალებით ძალიან ბევრი მოგზაური ეწვევა საქართველოს ყაზახეთიდან და გაეცნობიან ულამაზეს ქვეყანას, თავისი საოცარი ხალხით. როგორც გავიგე თბილისი თბილს ნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ კარგ ამინდს ან გოგირდის აბანოებს ეს პირველ რიგში ნიშნავს თბილ ხალხს“.- ამბობს იაკობ ფედოროვი ბლოგერი ყაზახეთიდან.



„ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია საქართველოში, მე თქვენს ქვეყანაში მესამედ ვიმყოფები. საქართველოს გამოვარჩევდი ბუნებითა და საინტერესო ადგილებით. ჩვენი კომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმავს რეისების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვიწყებთ ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულებას. ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით შესრულება პირდაპირი ავიარეისები. მგზავრთნაკადი საკმაოდ დიდია, საქართველოს მიმართულება ძალიან პოპულარულია ყაზახეთში“.-აცხადებს Air-Astana-ს წარმომადგენელი ტლეკ აბდრახიმოვი.




თეგები:
ბლოგერები



აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up