ყაზახეთი აპრილიდან შემოიღებს სისტემას, რომელიც ქვეყანაში შესული და რუსეთში რეექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლის ონლაინ-კონტროლს ითვალისწინებს. ახალი სისტემა შესაბამის სამსახურს საშუალებას მისცემს, საზღვრიდან საზღვრამდე რუსული საქონლის გადაადგილების მთელ ჯაჭვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური.
ამ გზით ყაზახეთს სურს დასავლეთის ქვეყნებს დაანახოს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით პარალელური იმპორტის მეშვეობით, როგორც ყაზახ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით უცხოური მედია წერს ასტანა არ გეგმავს რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვას, თუმცა არც სანქციების რისკის გაწევას აპირებს.