ყაზახეთი განიხილავს ოპეკი +-ის ტექნიკური კომიტეტის შეთავაზებას ნავთობის მოპოვების კიდევ 20-30 ათასი ბარელით დღე-ღამეში შემცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ნურლან ნოგაევმა.
ჩვენ განვიხილავთ შემოსულ შეთავაზებას გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენი ვალდებულება მოპოვებაზე დღეისათვის არის 1,843 მილიონი ბარელი. შეთავაზების ფარგლებში ჩვენ კიდევ დააახლოებით 20-30 ათასი ბარელით/დღე-ღამეში უნდა შევამციროთ მოპოვება, - აღნიშნა მინისტრმა.
ნოგაევმა აქვე დაამატა, რომ ესაუბრა ოპეკის გენერალურ მდივანს მუჰამედ ბარკინდოს, რომელთან საუბრის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ოპეკის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება ან თებერვლის თვის ბოლოს, ან დაგეგმილ ვადაზე ადრე - მარტის თვის დასაწყისში.
oilnews.ge