ყაზახეთი ევროპაში ქვანახშირის მიწოდებას გაზრდის - პროდუქტი ევროპაში საქართველოს გავლით მოხვდება

ყაზახეთი ევროპაში ქვანახშირის მიწოდებას გაზრდის - პროდუქტი ევროპაში საქართველოს გავლით მოხვდება

access_time2022-07-26 16:00:00

ყაზახეთმა ევროკავშირისთვის შესაძლოა, ქვანახშირის მიწოდება სერიოზულად გაზარდოს, რადგან მისი ქვანახშირი ევროპული ელექტროსადგურებისთვის შესაფერისია, ხოლო საექსპორტო მარშრუტად აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორია სახელდება.


როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ რუსეთის ქვანახშირზე დაწესებული სრული ემბარგო 1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროპისთვის არატრადიციული მიმწოდებლებიდან „Коммерсантъ“-ი ერთ-ერთ ექსპორტიორ ქვეყნად, ტანზანიისა და ნიგერიასთან ერთად, ყაზახეთს ასახელებს, რომლის იანვარ-მაისის მიწოდებამ 2021 წლის მთლიან მაჩვენებლებს ორჯერ გადააჭარბა.


„ალფა ბანკის“ ანალიტოკოსმა, ბორის კრასნოჟენოვმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ევროკავშირში ენერგეტიკული ქვანახშირის ექსპორტის გასაძლიერებლად ყაზახეთს საკმარისი სამთო და გადამამუშავებელი შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, ყაზახური ქვანახშირის ხარისხი ევროპული თბოელექტროსადგურებისთვის მისაღებია, ხოლო მთავარი საკითხი ლოგისტიკაა.


ექსპერტი ამბობს, რომ „ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის რკინიგზის შესაძლებლობებს გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი შეზღუდვები აქვს,“ ამიტომ, პოტენციურად, ყაზახეთს შეუძლია, კასპიის ზღვაზე აქტაუს პორტი განავითაროს და ექსპორტი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით განახორციელოს, რასაც დრო და ინვესტიცია სჭირდება.



Eurostat-ის მონაცცემებით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში ყაზახეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც, 2021 წლის მთლიან მოცულობაზე, თითქმის, ორჯერ მეტია. თუ იანვარსა და თებერვალში მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, 140-200 ათასი ტონა იყო, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყაზახეთი ევროკავშირში ყოველთვიურად 300-400 ათას ტონა ქვანახშირს აგზავნის, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, აპრილსა და მაისში ყაზახური ქვანახშირის ექსპორტი ევროპაში მხოლოდ 60-70 ათასი ტონას შეადგენდა.


ამ დროისთვის, ყაზახური ქვანახშირის უმეტესი ნაწილი ევროკავშირს რამდენიმე გზით მიეწოდება: საზღვაო გზით, რუსეთის ან ბალტიის ქვეყნების პორტებიდან, რამაც მთელი 2021 წლის 240 ათას ტონასთან შედარებით, წელს უკვე 782 ათასი ტონა შეადგინა. ასევე, რკინიგზით, რომლის მიწოდებამაც 635 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა მთელი 2021 წლის განმავლობაში მატარებლებით მხოლოდ 540 ათასი ტონა ქვანახშირი გადაიზიდა. მესამე, ანუ საავტომობილო გზით გერმანიაში წელს 90 ათასი ტონა ყაზახური ნახშირი შევიდა. თუმცა ეს მიწოდების უკიდურესად ძვირი მეთოდია და იშვიათად გამოიყენება: 2021 წელს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სატვირთო ავტომანქანებით მხოლოდ 8,2 ათასი ტონა ქვანახშირი შეიტანეს.


ყაზაყური მხარე პრიორიტეტად საზღვაო მარშრუტს მიიჩნევს.

„ჩვენ ყველაზე მეტად ზღვაზე გასასვლელი გვჭირდება. ზოგადად, რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ეკონომიკური სივრცე ზუსტად იმიტომ შევქმენით, რომ ამ ქვეყნების სატრანზიტო ტერიტორიების გამოყენებით ზღვაზე გასვლა შეგვძლებოდა,“ - აცხადებს ყაზახეთის სამთომომპოვებელ და სამთომეტალურგიულ საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი რადოსტოვეცი.


„კომერსანტის“ შეფასებით, სანქციების გამკაცრების გამო ყაზახეთისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი სულ უფრო პრობლემური ხდება, ამიტომ, როგორც „ალფა ბანკის“ ანალიტიკოსი მიიჩნევს, ქვანახშირზე გარემოთხოვნების გაზრდასთნა ერთად, ყაზახეთი ზღვაზე გასასვლელად ალტერნატიულ მარშურტებს ავითარებს, რომელშიც წამყვანი ადგილი აქტაუ-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს უკავია.

bpn.ge 

თეგები:
ქვანახშირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up