ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ციფრებში

ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ციფრებში

access_time2022-01-23 11:00:55

ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ დრომდე ყველაზე უმტკივნეულოდ, სერიოზული კრიზისების გარეშე მოვიდა და თითქოს არაფერი მიუთითებდა იმ უმართავი პროცესების დაწყებაზე, რისი მომსწრეც საახალწლო დღეებში გავხდით. თხევადი გაზის გაძვირების გამო დაწყებული სპონტანური პროტესტი მოულოდნელად უმართავ პროცესებში გადაიზარდა – ერთმა ნაპერწკალმა თითქოს ხელისუფლების მიმართ დაგროვილი უკმაყოფილება ააფეთქა.


ყაზახეთი და საქართველო

საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით დღეისათვის 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა ჯამში $450 მილიონს სცდება. 

ყაზახი ინვესტორები საქართველოში აქტიურად 2005 წლიდან გამოჩნდნენ. საქართველოში ყაზახური კაპიტალით  2 ბანკი – სილქ როუდი და ხალიკ ბანკი ოპერირებს. ყაზახური კაპიტალია სილქ როუდ ჯგუფშიGK Logistics-ში, რომპეტროლში, კაპიტოლ ჯგუფსა და ბათუმის ნავთობტერმინალში. ყაზახი ინვესტორების მმართველობაშია ბათუმის პორტიც.  ინვესტიციის ჩადება იგეგმება კურორტ შოვში.


მოხდა კაპიტალის გატანაც – თბილისის გაზმომარაგება დატოვა ყაზტრანსგაზმა და რიქსოს ბორჯომიდან გავიდა ყაზმუნაიგაზის შვილობილი. 

ყაზახეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. „შუა დერეფნის“ ფორმირებაში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის აქტიური მონაწილეა. ამ მარშრუტის გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული  ჩინეთთან საკონტეინერო ტვირთბრუნვის გამართვაც.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის საგარეო ვაჭრობა მცირეა. 2021 წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვამ $102.5 მილიონი შეადგინა და აქედან 84.5 მილიონი ექსპორტი იყო.

TOP 5 საექსპორტო პროდუქცია (2021 წლის 11 თვეში)      

  •       მსუბუქი ავტომობილები – 19 მილიონი
  •       ღუმელები და კამერები  – 14.1 მილიონი
  •       წყლები – 11.2 მილიონი
  •       ცენტრიფუგები – 9.2 მილიონი
  •       ღვინო – 8.8 მილიონი

TOP 5 საიმპორტო პროდუქცია  (2021 წლის 11 თვეში)

  •       საპარსი საშუალებები და დეზოდორანტები – 3.4 მილიონი
  •       ბუნებრივი გაზი – 1.1 მილიონი
  •       ნავთობი – 1.09 მილიონი
  •       სატვირთო ავტომობილები – 1.01 მილიონი
  •       ტრანსფორმატორები – 0.8 მილიონი

საქართველო მიმზიდველია ყაზახი ტურისტებისთვის. 2021 წელს საქართველოს 67 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა. პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 100 000-ს აღემატებოდა.

როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მეტი პოტენციალი არსებობს.  



რა ვიცით ყაზახეთზე? 

შუააზიური ქვეყანა მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდით (2.7 მლნ კმ2მე-9 ადგილზეა. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით: აქვს ნავთობისა და გაზის მარაგები, სპილენძის, რკინის, სხვადასხვა მინერალის საბადოები. ფლობს მსოფლიოში არსებული ურანის მარაგების 12%-ს და ურანის უმსხვილესი მწარმოებელია.  ნავთობის წილი მის ეკონომიკაში 13%-ს აღწევს.

ყაზახეთშია განთავსებული ბაიკონურის კოსმოდრომიც, იგივე ტიურა-ტამი. ეს მსოფლიოს უდიდესი და უძველესი კოსმოდრომია. 1957 წელს აქედან გაიგზავნა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი (სპუტნიკ-1) და იური გაგარინიც  აქედან გაფრინდა კოსმოსში. დღეს კოსმოდრომს 2050 წლამდე იჯარით რუსეთი ფლობს.


ყაზახეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აბრეშუმის გზის მარშრუტში. აქ საკუთარი ინტერესები აქვს როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს.



შეუცვლელი მმართველი და მილიარდერები

სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ყაზახეთს უცვლელი ლიდერი ჰყავდა – ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნურსულთან ნაზარბაევი„ჯერ ეკონომიკა, შემდეგ პოლიტიკა“ – ეს იყო ნაზარბაევის მთავარი ლოზუნგი, რასაც წლების მანძილზე სწორ პოლიტიკას უწოდებდნენ. ქვეყანაში მხოლოდ 2015 წელს დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ერის ლიდერის პრინციპები აღარ მუშაობდა.

პოლიტოლოგების შეფასებით, რთულ რეგიონში ნაზარბაევმა ლავირება ყველაზე კარგად მოახერხა. 30 წელზე მეტი ხნის მმართველობის შემდეგ კი, სავარძელი, თავისივე ნებით, ყველაზე ერთგულ ყასიმ ჟომართ ტოყაევს დაუთმო. თუმცა, დარჩა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად და პოსტი მხოლოდ 5 იანვარს, არეულობის დროს დაატოვებინეს.

ნაზარბაევის მმართველობის დროს დააგროვეს ქონება ყაზახეთის უმდიდრესმა ადამიანებმა. დღეისათვის, მხოლოდ Forbesის მილიარდერთა სიაში ყაზახეთის 5 მოქალაქეა, მათ შორის, 2.8 მილიარდის ქონებით – ნაზარბაევის ქალიშვილი დინარა და მისი მეუღლე თემურ კულიბაევი. სიაშია ნაზარბაევის  გარემოცვის ახლო წევრი, 2003-2006 წლებში უშიშროების საბჭოს მდივანი და მოგვიანებით ნაზარბაევის მრჩეველი ბულატ უტემურატოვიც.

„პირველი პრეზიდენტის – ერის ლიდერის წყალობით, ქვეყანაში გაჩნდა ძალიან მომგებიანი კომპანიები და მდიდარი ადამიანების ფენა, საერთაშორისო სტანდარტებითაც კი. ახლა ვალის დაბრუნების დრო დადგა“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ მოქმედმა პრეზიდენტმა. როგორც ჩანს, სპეციალურ ფონდში მდიდარ ყაზახებს მსხვილი კონტრიბუციის გაღება მოუწევთ.



რამდენად მდიდარია ყაზახეთი?

ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სწრაფად მზარდი ეკონომიკა იყო. თუ არ ჩავთვლით გლობალურ ფინანსურ კრიზისს და 2015-2016 წლებს, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) $171 მილიარდს აღწევდა, 11-ჯერ მეტი იყო საქართველოს ეკონომიკაზე. პანდემიის გამო ყაზახეთში მშპ 2.5%-ით შემცირდა, საქართველოში – 6.5%-ით.  

ყაზახეთის თითოეული მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე 2-ჯერ მდიდარია. მშპ 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი,  $9 122-ია. აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლე ჰყავს, ყაზახეთის მოსახლეობა წელს 19  მილიონს აღემატება.   

დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი (5%-მდე). 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით,  თვიური საშუალო ანაზღაურება ქვეყანაში 249 349 ტენგე, ანუ დაახლოებით $570 იყო, თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 2015 წლიდან. 2021 წლის მესამე კვარტალში 1 სულ მოსახლეზე ყოველთვიური საშუალო შემოსავალი დაახლოებით $300-ს უტოლდებოდა.

ოფიციალური სტატისტიკით, არც სიღარიბის მაჩვენებელია მაღალი – 2020 წლისთვის  5.3%-ია. თუმცა, ამ მაჩვენებელს მედია ეჭვით უყურებს. ყაზახურმა Forbes-მა ამ თემას სტატიაც მიუძღვნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ სიღარიბის მაჩვენებლების დათვლა ევროპული მეთოდოლოგიით მოხდება, ეს ციფრი არა 5.3%, არამედ 9.9% იქნება.  

მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, ჯინის ინდექსი, ანუ  მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა, 27.8 ნიშნულზეა (საქართველოში – 35.9). ჯინის ინდექსში  0 შემოსავლების და ხარჯების ყველაზე თანაბარ გადანაწილებას, 100 კი ყველაზე ცუდ ვითარებას აჩვენებს.

პენსიის ოდენობა ქვეყანაში 2022 წლიდან გაიზარდა და მინიმალური მოცულობა 46 302 ტენგეს გაუტოლდა. ეს დაახლოებით $106.4-ია. საქართველოს თუ შევადარებთ, ჩვენთან მინიმალური პენსია $84.4-ია.

აღსანიშნავია, რომ  ყაზახეთის ეკონომიკის 41%-ს წარმოება ქმნის. 51.6% მომსახურების სექტორზე მოდის. ქვეყანას აქვს ძლიერი სოფლის მეურნეობა. 2020 წელს სექტორის კონტრიბუცია მშპ-ში 5.4%-ის დონეზე იყო.

ქვეყანაში განვითარებულია მეცხოველეობა, ტყავის, მატყლის, ბამბის, მზესუმზირას, მარცვლეულის, ხილისა და კენკრის წარმოება. ყაზახეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და მსოფლიოს TOP 15 ქვეყანას შორისაა.


გასული წლიდან ყაზახეთი კრიპტომაინინგის ცენტრადაც მოიხსენიება. აქ Bitcoin-ის მაინინგის მსოფლიო სიმძლავრის 18%-ია თავმოყრილი და ის მეორეა აშშ-ის შემდეგ. განვითარებულია ფინანსური ტექნოლოგიები და საბანკო სექტორი.

რა შედეგით დაასრულა ქვეყანამ 2021 წელი, ჯერ უცნობია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზრდის ტემპი დაბრუნებულია და 2021 წელს 3.5%-იან ნიშნულზეა.  2022 წელს კი, 4.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

სავალუტო ფონდი ყაზახეთს სტრუქტურული რეფორმების გატარებასა და ეკონომიკის მეტად დივერსიფიცირებას ურჩევს. ფონდი კერძო სექტორის განვითარებისთვის საჯარო სექტორის ღრმა ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე მიუთითებს. რეკომენდაციებს შორისაა მმართველობის გამარტივება და კორუფციასთან ბრძოლაც.  


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up