ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ ჩაის ბაზარზე შევიდა

ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ ჩაის ბაზარზე შევიდა

access_time2017-08-31 09:53:25

ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ ჩაის ბაზარზე შევიდა. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ლომთათიძე კომერსანტთან განმარტავს, რომ კომპანიამ 3 დასახელების ჩაი გამოუშვა, რომელიც ქსელში ახლა შედის. საუბარია, ჩერი პაკეტირებულზე, რომელიც 50 გრამიანი შეფუთვით 2.5 ლარი ღირს, ჩერი კლასიკზე (წვრილფოთლოვანი) – 2.5 ლარი (100 გრამი) და  ჩერი გოლდზე (მსხვილფოთლოვანი) – 5 ლარი (100 გრამი).

 

მისივე ინფორმაციით, ნატურალური ქართული შავი ბაიხის ჩაი ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ლომთათიძის განცხადებით, ჩაი „ჩერი“დასავლეთ საქართველოში დაკრეფილი ნედლეულისგან მზადდება. კონკრეტულად კი გურიაში, შემოქმედის ჩაის ფაბრიკაში „ჩერის“ ბრენდით იწარმოება.

 

როგორც ლომთათიძე აცხადებს, კომპანია „ჩერიმ“ ამ მიმართულებით დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 


კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ყავის მწარმოებელმა კომპანიამ ჩაის ბაზარზე შესვლა, ლომთათიძე განმარტავს, რომ ჩაის ბიზნესში შესვლა მომხმარებლის მხრიდან მაღალმა ინტერესმა განაპირობა. „კარგი დისტრიბუცია და ბრენდის ცნობადობა გვაქვს და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხი, როგორც ჩერის ყველა პროდუქტი, ჩაიც ძალიან ხარისხიანი და გემრიელია. თანაც ქართულია. დამზადებულია საქართველოში დაკრეფილი და გადამუშავებული ფოთლისგან“ - აცხადებს ლომთათიძე.

 

„ჩერი 2012 წელს დაარსდა. კომპანიის ქარხანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ამ ეტაპზე კომპანია 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს – 4 ნალექიანი ყავის, 2 ხსნადი ყავის და ერთიც აპარატის ყავის.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up