ყავის გლობალურმა ფასმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია - როდემდე გაგრძელდება გაძვირება

ყავის გლობალურმა ფასმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია - როდემდე გაგრძელდება გაძვირება

access_time2021-12-01 20:30:00

ყავის გლობალურმა ფასმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე დაძაბულობა 2023 წლამდე გაგრძელდება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.



სავაჭრო სესიაზე ერთ ფუნტ ყავაზე დეკემბრის მიწოდების კონტრაქტები 2,34 დოლარით დასრულდა, ხოლო ნიუ-იორკის Intercontinental Exchange-ზე ყავის ფიუჩერსებმა 2,46 დოლარს მიაღწია, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. 2011 წელს ფუნტ ყავაზე ფასმა 3 დოლარს გადააჭარბა.



ამასთან, ყავის საერთაშორისო ასოციაციის საორიენტაციო ფასმა ფუნტზე 2,07 დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 85%-ით მეტია.



Saxo Bank-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელის, ოლე ჰანსენის თქმით, ბრაზილიაში ბოლოდროინდელი უამინდობა როგორც მიმდინარე წლის ბოლოს, ისე 2022 და პოტენციურად, 2023 წელსაც კი გავლენას მოახდენს მოსავლიანობაზე.



„ჩვენ ვნახეთ ფუნტ ყავაზე ფასის, დაახლოებით, 3 დოლარამდე ზრდა 2011 წელს, რაც, ასევე, ბრაზილიის კლიმატურმა საფრთხეებმა გამოიწვია. დღევანადელი ფასებიდან გამომდინარე, ამ დონეს შესაძლოა, კიდევ ერთხელ მივაღწიოთ. ბრაზილიის კლიმატური ცვლილებების, ასევე, მომავალ თვეებში წარმოების შენელება-შემცირებაზე პროგნოზების გათვალისწნებით, ყავის კიდევ უფრო გაძვირების რისკი მეტად რეალურია,” - აცხადებს ოლე ჰანსენი.




მისი თქმით, ყავის ბაზარზე უამინდობის გარდა, მიწოდების გლობალურმა შეზღუდვებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან მწარმოებლები და ყავის გადამუშავების კომპანიები, რომლებიც მოსავალს პროდუქტად აქცევენ, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში არის განლაგებული. ბაზრის გაურკვევლობა, ასევე, გამოწვეულია ექსპორტიორი ქვეყნების არასტაბილურობით, როგორიც არის, მაგალითად, სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ეთიოპია და მაღალი კოვიდეპიდემიის მქონე ვიეტნამი.



„ყავის ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები პირველად ფიქსირდება,“ - ამბობს ჰანსენი.



ევროპული ყავა Marex-ის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორის, მაქსიმილიან კოპესტეიკის თქმით, ყავა „ფასთა უზარმაზარ რბოლაშია ჩართული, რაც, ძირითადად, ტვირთების გადაადგილებით არის გამოწვეული“.



„ბოლო ხუთიდან რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მიწოდება კონცენტრირებულია ყავის ერთ ან ორ დიდ მწარმოებელ ქვეყანაზე. მათგან ერთი ბრაზილია, მეორე კი ვიეტნამია. თუ ამათგან ერთი, ან ორივე დაზარალდა, რასაც ვხედავთ კიდეც, ბაზარი სწრაფად გიჟდება. მიწოდების დეფიციტმა კი მხოლოდ გააუარესა მანამდე არსებული ისედაც დაძაბული ბალანსი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია,“ - განუცხადა CNBC-ის მაქსიმილიან კოპესტეიკმაა.



მისი თქმით, ყავის წარმოებას ფასის ცვლილებაზე რეაგირებისთვის, დაახლოებით, ორი წელი სჭირდება და მაღალი, არასტაბილური ფასები მომავალშიც შენარჩუნდება.



bpn.ge



თეგები:
ყავა



რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up