ყატარში სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს მძიმე პირობებში ამუშავებენ

ყატარში სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს მძიმე პირობებში ამუშავებენ

access_time2016-03-31 14:06:34

მიგრანტი მუშების უფლებებს, რომლებიც 2022 წელს ყატარში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონს აშენებენ, დამსაქმებლები რეგულარულად არღვევენ - ინფორმაციას Amnesty International-ი აქვეყნებს. 


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, Amnesty International-ს დარღვევების შესახებ არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული. ორგანიზაციამ სტადიონის მშენებლებთან 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის თებერვლამდე 200-მდე ინტერვიუ ჩაატარა, რომელთა შედეგად არაერთი დარღვევა გამოიკვეთა: მუშებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები, ადგილი აქვს ხელფასის დაგვიანებასა და არაერთ ტყუილს. ამასთან, საცხოვრებელი პირობები შეუსაბამო და „ბინძურია.“ 



ყატარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნული ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ სამუშაო პირობები გაცილებით გაუმჯობესებულია და ანგარიშის გარკვეული ნაწილი სიმართლეს აღარ შეესაბამება. ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 6 წლის წინ მოიპოვა. მას შემდეგ ქვეყანასა და FIFA-ს შორის კორუფციული გარიგებების შესახებ საუბრები არაერთხელ იყო, თუმცა მათი დადასტურება ვერ მოხერხდა. ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი  მომპოვებელი ქვეყანა ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიების გამართვისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის $200 მილიარდს ხარჯავს. გეგმაშია 8 ახალი სტადიონის აშენება და $35 მილიარდის ღირებულების მეტროსა და მატარებლის სისტემის შექმნა. „თანამშრომლების უსაფრთხოება და სამუშაო პირობების განვითარება ყოველთვის ქვეყნის პრიორიტეტი იყო,“ – განაცხადა ჰასან ალ ტავადიმ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზე მეთვალყურეობა ევალება. „ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. თუმცა, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ერთგვარი კატალიზატორია, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. შესაბამისად, სააშკარაოზე გამოდის საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ,“ –აღნიშნა ტავადიმ. გაეროს დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი ნაკლებად პოზიტიურია. „ყატარს პრობლემის გამოსასწორებლად ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. თუმცა მთავრობა პრობლემის უარყოფიდან მის აღიარებაზე გადავიდა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up