ყატარში ქართული ბლის ექსპორტი ავიაგადაზიდვითაც მომგებიანია

ყატარში ქართული ბლის ექსპორტი ავიაგადაზიდვითაც მომგებიანია

access_time2021-06-13 14:00:39

EastFruit–ის ქართულმა გუნდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბლის სეზონის დაწყებისთანავე, რომელმაც სტარტი მაისში აიღო, ფერმერები მოსავალთან დაკავშირებით უიმედოდ იყვნენ განწყობილი – გაზაფხულზე არასახარბიელო ამინდის გამო. EastFruit–ის მიერ მაისში ჩატარებულმა ფასების მონიტორინგმა ფერმერების მოლოდინი დაადასტურა: ფასები ჩვეულებრივზე მაღალი აღმოჩნდა.

ამის მიუხედავად, ბლის ექსპორტი საქართველოდან მაისშივე წარმატებით დაიწყო. მაგალითად, უზბეკეთში მოსავალთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი პრობლემები იყო, თუმცა ბლის ფასი ადგილზე უკიდურესად მაღალი რჩებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მაისში საქართველოდან 9,9 ტ. ბლის ექსპორტი განხორციელდა. თითქოს არც ისე დიდი მოცულობაა, მაგრამ ექსპორტის სასტარტო ეტაპზე ესეც საკმაოდ შთამბეჭდავია, ვინაიდან, ტრადიციულად, ქართული ბალი ექსპორტზე მხოლოდ ივნის–ივლისში გადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაისში ქართული ბლის ძირითადი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო, 1,4 ტ. კურკოვანმა ყატარამდეც ჩააღწია, უფრო სწორად, „ჩაფრინდა“. ბაზრის მონაწილეების თქმით, მიუხედავად მრავალი ფაქტორისა, ყატარის ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია ბლის ექსპორტისთვის. კერძოდ, ფასი იმდენად მიმზიდველია, რომ ღირს პროდუქტის თვითმფრინავით ტრანსპორტირება – შესაბამისად მცირე მოცულობებით გაგზავნა, შეფუთვაზე მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილება და სხვ.

„აგროსტორი“ ერთ–ერთია იმ სამი კომპანიიდან, რომლის წარმოებული ბალიც ყატარში იყიდება – ჰიპერმარკეტების ქსელში LuLu (ლულუ). „აგროსტორი“ ჟოლოს, გარგარს და ბალს აწვდის ტრეიდერს, რომელსაც ხილი შემდეგ ყატარში თვითმფრინავით მიაქვს. ჩამოთვლილი პროდუქტებიდან „აგროსტორი“ მხოლოდ ჟოლოს აწარმოებს, ხოლო გარგარსა და ბალს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და პროფესიონალურად ამზადებს ექსპორტზე გასატანად – ახარისხებს და ფუთავს მათ.


მიმდინარე სეზონზე „აგროსტორმა“ ყატარში ექსპორტზე უკვე 3,5 ტ. ბალი გაიტანა. კომპანიის წარმომადგენლის ზურაბ ალავიძის თქმით, ყატარში ხილის ექსპორტისთვის 2020 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა, ავიარეისების გაუქმების გამო. მიმდინარე წელი კი წარმატებით დაიწყო. ალავიძის გათვლებით, მიმდინარე წელს ყატარში ქართული ხილის ექსპორტს რეგულარული ხასიათი ექნება.

„ვფიქრობ, თავდაპირველად კვირაში 2 რეისი საკმაოდ რეალისტურია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხილს მხოლოდ „ლულუს“ ჰიპერმარკეტებს მივაწვდით. თუ სხვა პარტნიორების მოძებნასაც შევძლებთ, მაშინ საჰაერო ტრანსპორტით ყოველდღიურად 1,5 ტ. ხილის ექსპორტირებას შევძლებთ“, – აღნიშნა ალავიძემ.

მაისი სეზონის მხოლოდ დასაწყისია. ივნისსა და ივლისში გაცილებით დიდი ოდენობით ბალი გავა საქართველოდან ექსპორტზე. როგორც წესი, ფასების ვარდნის პირობებში სულ უფრო მეტი ტრეიდერი ცდილობს ბლის შესყიდვას. EastFruit–ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, 26 მმ–ზე მეტი დიამეტრის ბლის ფასი ივნისის დასაწყისში საქართველოში მკვეთრად დაეცა – 12 ლარიდან 6 ლარამდე. ივნისის მეორე კვირაში ფასი კიდევ უფრო დავარდა და სულ ოდნავ აღემატება უზბეკური ბლის ფასს.

EastFruit–ის მონაცემებით, საქართველოდან ბლის ექსპორტმა 2020 წელს 6–წლიანი რეკორდი დაამყარა და 504 ტ. შეადგინა. 2019 წელთან შედარებით 2020–ში ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. არ არის გამორიცხული, მიმდინარე წელს ამ დარგში კიდევ უფრო დიდი წარმატება ვიხილოთ და ეს თუ ექსპორტის მოცულობაში არ გამოისახება, საექსპორტო არეალის გაფართოება უკვე თვალსაჩინოა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up