ყარაბაღში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრება

ყარაბაღში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრება

access_time2021-10-17 18:15:10

ყარაბაღში პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა.  როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი - შპს ADY Conteiner იუწყება,  პირველად TURKUAZ პროექტის ფარგლებში, ბაქო -თბილისი -ყარსის რკინიგზის კონტეინერული ტვირთი გადავა აღმოსავლეთ ზანგეზურ ეკონომიკურ ზონაში, ანუ ყარაბაღში. ამ მატარებელს გადააქვს ხორბალი ამ ზონაში ხორბლის საშემოდგომო თესვისთვის.

28 40 ფუტიანი კონტეინერისგან შემდგარი პირველი ბლოკმატარებელი გაემგზავრა თურქეთის რეგიონიდან ტეკიდაგა (სტამბოლი). მატარებელი ჩავა აზერბაიჯანში დანიშნულების სადგურამდე, საიდანაც ტვირთი გადატვირთული იქნება და მანქანით გადაეცემა ყარაბაღში ზანგილანსა და გუბადლის რეგიონებს.

ახალი ლოჯისტიკური პროდუქტი, TURKUAZ-ი, ADY Container-ის (აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია), ასევე თურქეთსა და საქართველოში მისი პარტნიორების მიერ შექმნილი ერთობლივი ლოგისტიკური პროდუქტია. შემადგენლობა რეისებს კვირაში 2-ჯერ შეასრულებს- სტამბულიდან და მესრინიდან ბაქოს მიმართულებით და პირიქით. პროექტის ფარგლებში, TURKUAZ- ის ბლოკმატარებელი გადაზიდავს ტვირთს ევროპიდან აზერბაიჯანში, თურქეთის შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის პორტების გავლით. უწყვეტი ბლოკმატარებლის მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 დღეს და მისი მუდმივი იმპორტ-ექსპორტის ოპერაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზზე, რაც თავის მხრივ, ამ დერეფნის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა (BTK2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის შესვლას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. BTK– ის საერთო სიგრძეა 846 კმ. აქედან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, 263 კმ გადის საქართველოზე, ხოლო სარკინიგზო ხაზის 79 კმ თურქეთშია განთავსებული. ამ მაგისტრალზე სამგზავრო გადაყვანების ამოქმედებაც იგეგმება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება და მაგისტრალი თავისი სარკინიგზო შემადგენლობით ყველა სტანდარტის სერტიფიკატს მიიღებს. ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანადაა მიჩნეული ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, თუმცა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და, ექსპერტების შეფასებით, ამ დერეფნის სარგებლიანობას ამცირებს და საქართველოც კარგავს შემოსავალს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს შევა. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა.



ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up