„ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო ენერგეტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს“

„ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო ენერგეტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს“

access_time2020-10-01 20:00:03

ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი


ის, რასაც დასავლეთში ბევრი შესაძლოა პლანეტის შორეულ კუთხეში ლოკალურ შეტაკებად მიიჩნევს, რეალობაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო ენერგეტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს.

 

ეს ასევე შესაძლოა ორი პრობლემური ლიდერის, პუტინის და ერდოღანის დაპირსპირების მიზეზი გახდეს.

 

90-ან წლებში მთიანი ყარაბაღი, პატარა რეგიონი, სადაც 150 000 ადამიანი ცხოვრობდა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების მიზეზი გახდა. ომის დროს 30 000 ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის მხრიდან ამ ტერიტორიების დაბრუნების ყველა მცდელობა კი წარუმატებელი იყო.

 

როდესაც მე ნატო-ში ვმუშაობდი, რამდენიმეჯერმე სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ვეწვიე, რა დროსაც თვალნათლივ დავინახე მათ შორის წარმოუდგენელი მასშტაბის ზიზღი ყველაზე მაღალ, თავდაცვის მინისტრების დონეზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთის ორპირობაზე და გამყიდველობაზე ლაპარაკობდნენ.

 

სამწუხაროდ, ორივე მათგანი თავისი ერის დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი ძალიან ზუსტად გამოხატავდა და ეს მხოლოდ მათი პირადი აზრი არ იყო. არც ერთი მხარე არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა.

 

აზერბაიჯანელებს არაერთხელ დაუწყიათ მცირე შეტევები ყარაბახში, რომლებსაც სომხები მარტივად აჩერებდნენ. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში სომხები თითქმის გარანტირებულად იმარჯვებდნენ.

 


რუსეთი ორივე ქვეყანას იარაღს აწვდიდა და ამავე დროს გარკვეულ დონეზე მათ დაშოშმინებას ცდილობდა, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით როდესაც პუტინი მშვიდობის მტრედის როლს თამაშობს არაფერი კარგი ამისგან არ გამოდის.

 

ამჟამინდელი ესკალაციის დროს, როგორც ყოველთვის, ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სროლა მოწინაამღდეგე მხარემ დაიწყო. ივლისში რამდენიმე შეტაკება იყო, რომლის დროსაც ორივე მხარეს ათობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა დღეს ყველაფერი ბევრად უფრო მასშტაბურადაა, დანაკარგები ასეულებს ითვლის.

 

კვირას ორივე მხარემ მობილიზაცია მოახდინა. საერთაშორისო საზოგადოება შექმნილ სიტუაციაში ჩარევას არც კი ცდილობს. ახლო წარსულში რუსეთის, შტატების და საფრანგეთის მიერ შექმნილი მინსკის ჯგუფი დაძაბულობის შემცირებას ასე თუ ისე ახერხებდა, თუმცა, ჯერ კიდევ 2010 წელს ყველა ეს მცდელობა ჩავარდა.

 

ახალი ომის პოტენციურად ყველაზე საშიში მომენტი ისაა, რომ რუსეთი და თურქეთი მოწინაამღდეგეებს მხარს აქტიურად უჭერენ. თურქებს სომხები არ უყვართ და თავიანთ თანამოძმე აზერბაიჯანელებს ეხმარებიან, რუსეთს კი სომხეთთან სამხედრო სფეროში აქვთ შეთანხმება.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნების უშუალო მეზობლები მუდმივად არასტაბილური საქართველო და აშშ-ს მოსისხლე მტერი ირანი არიან.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ აზერბაიჯანს თავისი სუსტი ადგილებიც აქვს მაგალითად, ძალიან მოწყვლადი ნავთობ და გაზსადენები სომხეთის საზღვრიდან მხოლოდ 16 კილომეტრშია.

 

დღევანდელი სიტუაცია რეგიონში განსაკუთრებით საშიშია. ვაშინგტონი სრულად დაკავებულია არჩევნებით, ევროკავშირი ბრექსიტით, კორონავირუსით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთს და საბერძნეთს შორის დაპირისპირებით.

 

ნატო, რომელიც ორივე ქვეყნის პარტნიორია, აცხადებს, რომ მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს, თუმცა სხვას არაფერს სთავაზობს.

 

მშვიდობიანი დარეგულირების შანსები ძალიან მცირეა. ომის შეჩერება ერთობლივად მხოლოდ რუსეთს, თურქეთს და ამერიკას შეუძლიათ. დასაწყისისთვის აზერბაიჯანისთვის წართმეული მიწების ნაწილის დაბრუნება გამოდგებოდა, შემდეგ საზღვრების გახსნა და ა.შ.

 

თუმცა, ამის შანსები ძალიან მცირეა. კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება ორივე მხარისგან მტკივნეულ კომპრომისებს და უკიდურეს პოზიციებზე უარის თქმას მოითხოვს.

 

ამ დროისთვის ასეთი კომპრომისები გაცილებით ნაკლებადაა მოსალოდნელი, ვიდრე პატარა ომი დიდი შედეგებით.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up