ყარაბაღის ამ შეთანხმებით ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საგრძნობლად სუსტდება

ყარაბაღის ამ შეთანხმებით ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საგრძნობლად სუსტდება

access_time2020-11-10 15:30:25

გუშინ, გვიან ღამით ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანს პირდაპირი გასასვლელი ექნება ნახიჩევანზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.

 

ამით ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში დაიკლებს და იქნება ეკონომიკური დანაკარგებიც - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მისი თქმით, თუ შეთანხმების შედეგად კონფლიქტი ნამდვილად ამოიწურა და სომხეთში შიდა დაძაბულობა ფართომასშტაბიან სახეს არ მიიღებს, პარალელურად, უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო მომხიბვლელობის ზრდას.

 

,,ყველაზე სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი იქნება შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიდან გამომდინარე. საიდანაც ირკვევა, რომ პირდაპირი გასასვლელი კეთდება აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანზე, რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება თურქეთს და ამით ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საგრძნობლად სუსტდება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ინტეგრაციის ქვეყნები არიან და ჩვენ ვიყავით ერთადერთი პირდაპირი საკომუნიკაციო გზა , როგორც სავაჭრო, ისევე ენერგო მატარებლების კუთხით. ახლა კი, ეს ყველაფერი შეუძლიათ პირდაპირ განახორციელონ ჩვენი გვერდის ავლით. რაც ბუნებრივია, ასუსტებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას და აქვს პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგებიც.

 


თუ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებით კონფლიქტი ამოიწურა და არ მოჰყვა სერიოზული გართულებები, ჩვენ უნდა ველოდოთ რეგიონში დიდ საინვესტიციო აქტივობებს, რადგან არასტაბილურ რეგიონებში, დიდი ეკონომიკური პროექტები არ იწყება და ასე იყო წლების განმავლობაში ჩვენი რეგიონი. ასე რომ, ამით სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მომხიბვლელობა გაიზრდება“, -ამბობს ხუხაშვილი.

 

ექსპერტი, გუშინ განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ კონტექსტსაც აფასებს.

 

,,რუსი სამშვიდობოების გამყოფ ზოლზე დადგომა იქნება გარკვეული გარანტი იმისა, რომ ომის ცხელი ფაზა დასრულებულია. ბუნებრივია, ლოკალური ინცინდენტები გაგრძელდება და სომხეთშიც მოსალოდნელია შიდა პოლიტიკური რყევები და კრიზისი, რისი ნიშნებიც გუშინ გვიან საღამოდანვე აშკარად გაჩნდა.

 

ტერმინოლოგიაში და კაზუისტიკაში არ შევალ, მაგრამ ყარაბაღი საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია და ანალოგიური საკითხი, როგორიც არის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსათვის. ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები არის ეკონომიკურ რისკებთან დაკავშირებული, მაგრამ მიზეზის გამო, რომელიც მოგახსენეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის დაბრუნება და ომის დამთავრება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერი-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები წყდება და რეგიონში „რუსი სამშვიდობო მისია“ განლაგდება. ამასთან, ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up