Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა"

access_time2020-03-25 10:55:30

დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სასურველია ხალხმრავლობისგან თავის არიდება და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა. ასეთ სიტუაციაში მძღოლებისა და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად Yandex.Taxi-მ თბილისში დანერგა ახალი სერვისი „მიტანა". მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ახლობლებს გადასცენ ტანსაცმელი, საკვები, წამლები ან გაცვალონ მეგობრებთან ბავშვებისთვის განკუთვნილი სამაგიდო თამაშები, ხოლო მძღოლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი შეკვეთები.


როგორც Yandex.Taxi-ში აცხადებენ,  „მიტანა" შეგიძლიათ იხილოთ სხვა ტარიფებს შორის აპლიკაციაში. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა მიმღების ტელეფონის ნომრის მითითება. ის მიიღებს SMS-ს საიტის ბმულით, სადაც შესაძლებელია მარშრუტზე ავტომობილის მოძრაობაზე თვალის მიდევნება. გზავნილის გასაგზავნად აუცილებელია მისი მიტანა მანქანასთან და მძღოლისთვის გადაცემა, ხოლო მიმღებისთვის – გასვლა და წამოღება, როდესაც ავტომობილი ადგილზე მივა. თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ოფცია „კარიდან კარამდე" მცირეოდენი დამატებითი გადახდით. თუ აირჩევთ მას სურვილებში, მაშინ მძღოლი წაიღებს და გადასცემს გზავნილს პირდაპირ ბინის ან ოფისის კარებთან. ასევე კომენტარებში შეიძლება უკონტაქტო მიწოდების მითითება. მაშინ მძღოლი უბრალოდ წაიღებს გზავნილს კარებთან, მიიტანს საჭირო მისამართზე, დადებს მას და დაელოდება, სანამ მიმღები თვითონ აიღებს შეკვეთას.


"გაგზავნა ირაკლი აბაშიძის 21-დან ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში დაგიჯდებათ დაახლოებით 4.30 ლარი, ხოლო გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-4 კორპუსიდან დავით გურამიშვილის 80 ნომერში - 5.00 ლარი. ამ სერვისისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული, გადახდა ხდება წინასწარ, აპლიკაციასთან მიბმული ბარათით. გადახდის ასეთი მეთოდი ამცირებს ინფექციის გადაცემის ალბათობას, რადგან არ არის საჭირო მძღოლთან კუპიურებისა და მონეტების გაცვლა.



მომსახურებას გაწევენ გამოცდილი მძღოლები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური ზომების თაობაზე.


გაგზავნამდე ნივთი აუცილებლად უნდა შეიფუთოს კონვერტში, ყუთში ან პაკეტში. მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი ჩაეტიოს მანქანაში და არ იწონიდეს 20 კილოგრამზე მეტს. მაგალითად, მძღოლის მეშვეობით შეიძლება ჩემოდნის, საბუთების, ნივთებიანი პაკეტის გადაცემა. ხოლო ველოსიპედის, სარეცხი მანქანის, ტორშერის – არა.


Yandex.Taxi-ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.



თეგები:
Yandex.Taxi



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up