საპნის ბუშტივით გამქრალი კომპანიები და ბიუჯეტიდან გაფლანგული მოლიონები - როგორ მუშაობს დღგ-ს გადასახადების დაფარვის სქემა

საპნის ბუშტივით გამქრალი კომპანიები და ბიუჯეტიდან გაფლანგული მოლიონები - როგორ მუშაობს დღგ-ს გადასახადების დაფარვის სქემა

access_time2019-06-14 10:00:38

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა დანაშაული, რომლის მიხედვით შექმნილმა ფიქტიური აქტივების ოდენობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა დეტალებზე მთავრობა არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, რომ „კომერსანტმა“ ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა, უწყებაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლო დროის ერთ-ერთ მასშტაბურ დანაშაულზე დამატებითი განმარტება არ კეთდება. სამაგიეროდ, თაღლითური სქემის შინაარსზე,  კორუფციულ გარიგებაზე და ამ ყველაფერში ხელისუფლებასთან დაახლოებულ გავლენიან პირებზე, ღიად და პირდაპირ საუბრობს hub Georgia-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.


მისი მტკიცებით, ამ საქმით საგამოძიებო სამსახური სწორედ hub Georgia-ს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაინტერესდა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაც დაიწყო.


რაც შეეხება თაღლითურ სქემას, რომლის მთავარი გმირიც ურუშაძის განმარტებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე  და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია, შემდეგნაირად მოქმედებს:


კონკრეტული დანიშნულებისთვის, იქმნება ახალი კომპანიები, რომლის სახელზეც მზადდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, მოგვიანებით ამ კომპანიებზე დღგ-ს გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა ირიცხება, საქმის დასრულების შემდეგ ეს კომპანიები ქრება, ფული კი კონკრეტულ პირებზე ნაწილდება - ამ შემთხვევაში საუბარია  აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავის განბაჟებაზე და დღგ-ს გადასახადზე, საიდანაც ბიუჯეტში უნდა შესულიყო მილიონობით ლარი.


ვასო ურუშაძის თქმით, აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაქოელ ბიზნესმენებს ყოფილი მთავარი პროკურორის ვინაობას დაუსახელებ. გავლენიანი ლობისტების დახმარებით კი ფიქტიურად შექმნილი კომპანიები 18 %-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) ბიუჯეტს უმალავენ.


უფრო ზუსტად:             


გამიზნულად შექმნილი შპს იბარებს მაგალითისთის 100 ტ. ჯართს, რომლის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში ამ კომპანიას ბიუჯეტმა უკან უნდა დაუბრუნოს გადახდილი დღგ. ამ შემთხვევაში 7 200 ლარი. სქემის ავტორები აყალბებენ დოკუმენტებს და დეკლარაციაში წერენ ასჯერ უფრო მაღალ ციფრს (10 000 ტონა). ასეთ შემთხვევაში კი ჯართის ექსპორტზე გამტან კომპანიას ბიუჯეტიდან უკვე 100-ჯერ მეტი თანხა ეკუთვნის  - 720 000 ლარი. რაიმე გაუთვალისწინებელი ვითარების თავიდან არიდების მიზნით, მაქინატორებს თანხა ბიუჯეტიდან  ნაღდი სახით არ გააქვთ, არამედ შემოაქვთ საწვავი და მაქინაციური სქემით დაგროვებული დღგ-ს ზედმეტობით უკვე ამ  საწვავს ანბაჟებენ.



ვასო ურუშაძის თქმით,  ასე ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 18 %-ის გადანაწილება  დაინტერესბეულ პირებს შორის. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოთამაშე კი იძულებული ხდება ამ თაღლითურ სქემაში გადავიდეს, რათა კონკურენციაში შევიდეს და ბაზრიდან გამოსვლა არ მოუწიოს.


ქვეყანაში, სადაც  ნავთობპროდუქტების იმპორტი დღგ- გვერდით ავლით, თაღლითური გზითა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მეშვეობის ხორციელდება, მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა მიმართულებითაც დგას. უფრო ზუსტად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი ხორბალი რუსეთიდან ანალოგიური ირიბი გზებით შემოდის. ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაშიც  მილიონობით თანხა იფლანგება. სარგებელს ქვეყნის მოსახლეობა ვერა, მაგრამ კონკრეტული პირები ამ შემთხვევაშიც იღებენ.

 

ხორბლის ექსპორტის კუთხითაც ხდება საბუთების გაყალბება. ზუსტად იგივე სქემაა, რაც ნავთობის შემთხვევაში. პარალელურად ბაზარზე არაკონკურენტული გარემო ყალიბდება, რადგან რეალური კომპანიები იხდიან გადასახადებს, თაღლითები კი არა. ახლა კონკრეტულად ამ ახალ სქემას ვიკვლევთ და ძალიან მალე გავაჟღერებთ იმ პირთა ვინაობას, ვინ დგას ამ სქემების უკან და ვისი დირიჟორობით  იმართება  კონკრეტულად ხორბლის იმპორტი საქართველოში. ამის უკან დგანან პირები, ვისაც აქვთ გავლენები ფინანსთა სამინისტროში, საგამოძიებო უწყებებში“.


იმისათვის, რომ მსგავსი თაღლითური სქემის შესახებ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას და გარდა ერთი კონკრეტული ქეისისა, თემა განვაზოგადოთ,  „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად  ბიზნეს იურისტს აკაკი ჩარგეიშვილს ესაუბრა:

 

ზოგადად ყველა მსგავსი შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა სქემა ერთია: პირველ რიგში,  ორგანიზებული ან არაორგანიზებული ჯგუფის მიერ (ეს შეიძლება იყოს რამდენიმე კერძო კომპანია) მზადდება  ფიქტიური ოპერაცია, ანუ დოკუმენტალურად არის აღრიცხული, მაგრამ რეალურად არ არის განხორიციელებული. შესაბამისად, გამოდის რომ არანაირი დანახარჯები არ ყოფილა. თაღლითობის ჩამდენი პირები ადეკლარილებენ აქტივებს, რომელიც გროვდება ბიუჯეტში. ბოლოს კომპანია წერს განცხადებას და ეს აქტივი გამოაქვს ბიუჯეტიდან. აღსანიშნავია, რომ რადგან ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულადღგ- (დამატებითი ღირებულების გადასახადი) არავის გადაუხდია და ერთმა კომპანიამ მთლიანი თანხა თავის ანგარიშზე დაისვა“.

 

ამ ერთი კომპანიის გარდა, რომელმაც მთლიანი თანხა მიითვისა, მანამადე თაღლითური სქემით შექმილი სხვა კომპანიები საპნის ბუშტივით სკდებიან ან იკარგებიან. პროცესებში საგამოძიებო სამსახური  მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება  თუ კონკრეტულ კომპანიებში საგადასახადო შემოწმებები ჩატარდა და მიეცათ შესაბამისი კვალიფიკაცია. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის შევსების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადზე მოდის,  ეს უკანასკნელი ელექტორნულად გამჭირვალეა, თუმცა ოპერაციის მიღმა შესრულდა თუ არა კონკრეტული სამუშაო, ელექტრონულად ვერ გამოჩნდება, ამიტომაც იქმნება ზოგადად მსგავსი პრობლემები“,— განმარტავს ჩარგეიშვილი. 

 

რამდენად შესაძლებელია ფიქტიურმა კომპანიებმა ხელისუფლებაში არსებული გარკვეული პირების ლობირების გარეშე დამოუკიდებლად მსგავსი მაღალი რისკის შემცველი ოპერაციები განახორციელონ - ამ კითხვაზე აკაკი ჩარგეიშვილს პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს, მათ შორის ხელისუფლების პასუხისმგებლობა უმთავრესია.

 

ზოგადად ეს იმდენად რთული თემაა, რომ თუ სახელმწფო საგადასახადო პოლიტიკასთან, მონეტარულ პოლიტიკასთან და კიდევ ბევრ რამესთან კავშირში არ არის, პრობლემა ვერ მოგვარდება. რეალურად დღგ-სთან დაკავშირებული ყალბი აქტივები სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების დოკუმენტის ნაწილია, რაც ჩვენ არ გაგვაჩნიადოკუმენტალური პოლიტიკა რომ არსებობდეს, ყველაფერი აღირიცხებოდა და უფრო მარტივი გახდებოდა სქემის გაშიფვრაც. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი ვალდებულებაა შექმნას პრევენციის შესაბამისი დოკუმენტები.

 

აღსანიშნავია, რომ იდეაში საქართველოში მოქმედებს ანტიკორუფციული საბჭო, რომლის მუშაობითაც დღეს არავინ ინტერესდება.  ვინ არის ამ საბჭოს წევრი,  რამდენად მოქნილად მუშაობს, რა ტიპის დოკუმენტები ან მიგნებები აქვს, რომ შემდგომ მისი დასკვნები გახდეს შესაბამისი უწყებისთვის პრევენციული დოკუმენტის მიღების საშუალება... ბუნებრივია თაღლითური სქემის გაშიფრვა, ქვეყანაში მსგავსი შემთხვევების შემცირება, შეუძლებელია სანამ არ იქნება შესაბამისი ნება“.

 

 

სალომე ლემონჯავა





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...


მსგავსი სიახლეები

up