კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს-  Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა

კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს- Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა

access_time2019-05-21 18:02:44

Massimo Dutti-ის საქართველოს წარმომადგენლობა დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან არ მომხდარა. განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.

 

„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ თბილისში უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს ეხებოდა, სადაც ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია ხდებოდა.


 

ფაქტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავად მიმართა და ფაქტზე რეაგირება სთხოვა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია.” - აღნიშნულია განცხადებაში.

 

თბილისში Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. დღესდღეობით, დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფ Alhokair Fashion Retail-ს წევრი.



თეგები:
Massimo Dutti



m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up