ყალბი კოვიდ-პასპორტები ევროპაშიც გამოჩნდა

ყალბი კოვიდ-პასპორტები ევროპაშიც გამოჩნდა

access_time2021-07-02 19:00:43

შვეიცარიის ფედერალურ პოლიციას ახალი პრობლემა გაუჩნდა - დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ყალბი კოვიდ-პასპორტებით ვაჭრობს.

 

სამართალდამცავების აზრით, ბევრ ადამიანს უცხოეთში წასვლა ან მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება სურს, თუმცა არ შეუძლია იმის გამო, რომ ჯერჯერობით აცრილი არაა - სწორედ ეს არის თაღლითების საქმიანობის მთავარი წამახალისებელი პირობა.

 

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე 1 ივლისის შემდეგ გახდა, როდესაც ძალაში ერთიანი  ევროპული კოვიდ-პასპორტები შემოვიდა.  მათი მფლობელებისთვის გახსნილია თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის 27 ქვეყანაში.

 

ზოგიერთმა ქვეყანამ  - გერმანიამ,  ბულგარეთმა, ხორვატიამ,  ჩეხეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და პოლონეთმა - ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 1 ივნისიდან აამოქმედეს. მათი მიზანია ტურისტული ბიზნესის გადარჩენა  და ამ ტიპის პასპორტი გაეცემა მხოლოდ იმათ, ვინც ევროპის მიერ აღიარებული ვაქცინის 2 დოზა გაიკეთა  - ესაა Pfizer, Moderna, Janssen და AstraZeneca-ს პრეპარატები.

 

შეღავათი არ გავრცელდება  ინდურ, ჩინურ, რუსულ ან კუბურ ვაქცინებზე.

 


ან ეტაპზე გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ პარალელურად ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატები უკვე ბრუნვაშია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინებს არ ენდობა - მაგალითად, გერმანიაში, სადაც მოსახლეობის 40%-ს აცრა არ სურს.

 

საფრთხე ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგანაც მომდინარეობს  - განსაკუთრებით რუსეთისგან, სადაც ბევრ მოქალაქეს ევროპაში ჩასვლა სურს, მაგრამ ეროვნულ ვაქცინას „სპუტნიკ 5“-ს არ ენდობა და უპირატესობას ყალბ სერტიფიკატს ანიჭებს.

 

ამ დროს კი მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში პანდემიის ახალი ტალღა ფიქსირდება, თანაც ამ შემთხვევაში კორონავირუსის უფრო გადამდები შტამი „დელტა“ დომინირებს. დღეს მოსკოვში ყალბი სერტიფიკატის შეძენა 200 დოლარადაა შესაძლებელი და თაღლითები მსურველთა სიმცირეს არ უჩივიან.

 

არალეგალური კოვიდ-პასპორტებით ვაჭრობა სრულიად ახალი მოვლენაა, თუმცა, მას წინ ყალბი პსრ-ტესტების ცნობების გაყიდვა უძღოდა. ამ კუთხით შავი ბაზარი ევროპაში ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა - ათასობით ტურისტმა ყალბი ცნობებით სამხრეთ ევროპის კურორტები მოიარა, და არავინ იცის, მათ შორის დაინფიცირებული რამდენი იყო.

 

არსად გამქრალა ვაქცინებით უკანონო ვაჭრობა  - მხოლოდ ინდოეთის ქალაქ მუმბაიში თაღლითების მსხვერპლი 2000-ზე მეტი ადამიანი გახდა. პოლიციის მონაცემებით ვაქცინის ნაცვლად მათ ფიზიოლოგიური ხსნარი მიჰყიდეს, რის გამოც დაკავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი კერძო კლინიკის 2 ექიმი.

 

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა კი აპრილის ბოლოს დაადასტურა, რომ მისი ბრენდის ქვეშ ვაქცინების ნაცვლად გაურკვეველი სითხე მექსიკაში და პოლონეთშიც იყიდებოდა.

 

letemps.ch

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up