ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეზე გაასხვისა – გარიგება რისკებს შეიცავს

ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეზე გაასხვისა – გარიგება რისკებს შეიცავს

access_time2020-05-05 17:00:32

საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს გადასცა.აზერბაიჯანის მოქალაქეზე, რომელიც კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა, საქართველოში ცნობილი არაფერია. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ის კომპანია “ნექსოლის” მფლობელია (NEQSOL), რომელიც აზერბაიჯანული უმსხვილესი ჰოლდინგია ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ჰასანოვი ამ ჰოლდინგის 100 პროცენტის მფლობელია.


გასულ წელს, ჰასანოვის მფლობელობაში გადავიდა ურკაინული “ვოდოფონიც”. მედიაში აქტიურად წერენ ჰასანოვზე, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან დაახლოებულ პირზე.


Caucasus Online  საბითუმო ინტერნეტის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემომტანია. 2008 წლიდან კომპანია  შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება. აღნიშნული კაბელის მეშვეობით,Caucasus Online ინტერნეტით ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უდიდეს ნაწილს. ასევე 2010 წელს ”რკინიგზის ტელეკომის” შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიაში და იგი ინტერნეტით ამარაგებს ერაყსა და ირანსაც.


მას შემდეგ, რაც Caucasus Online-მა  ინტერნეტის საცალო ქსელი ”მაგთიკომს” მიჰყიდა, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული, რეგიონში სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული იყვნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების კომპანიები. საუბარი იყო რუსულ ”ვიმპელკომზე” და აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერ “აზერონლაინზე”. ეს უკანასკნელი ალიევების ოჯახთან დაკავშირებული კომპანიაა, რომელიც ამ თემით ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელები  Caucasus Online-ის მაშინდელ მფლობელ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა. თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.



ამჟამად  Caucasus Online-ს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ – International Online Network LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 63% და ნელგადო ლიმითედი, 1565890 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 36.2%. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მის შემადგენლობაში არიან ხვიჩა მაქაცარია, დავით ზურაბიშვილი, თემური კობახიძე, თეიმურაზ არონია, კობა ღურწკაია. კომპანიის დირექტორია რევაზ კოპალაძე.


აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  Caucasus Online-ის  და ”რკინიგზის ტელეკომის” მფლობელებმა კომპანიების წილი უკვე გაასხვისეს, თუმცა რა პროცენტის გასხვისება მოხდა, რა ფასად, ან ვინ არის კომპანიის ახალი მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ისინი ვალდებულნი არიან 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ინფორმაცია გაასაჯაროონ, კომპანიების წარმომადგენლები კანონს არ ემორჩილებოდნენ და აღნიშნულ ინფორმაციას მალავდნენ.


ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება კომპანიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეახსენა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც და კანონის გვერდის ავლის გამო კომპანიები ორჯერ დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელი კომისიის განცხადებაშია ნათქვამი კავკასუს ონლაინი 90 000 ლარით ხოლო შპს”რკინიგზის ტელეკომი” 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.'


აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარითაც დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. “კავკასუს ონლაინი” და “რკინიგზის ტელეკომი” ვალდებული იყვნენ 18 იანვრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ.


საგულისხმოა ის ფაქტიც, ინფორმაციის გასაჯაროება 22 თებერვლამდე უნდა მომხდარიყო, თორემ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავტორიზაცია შეჩერებას გეგმავდა ”კავკასუს ონლაინისა” და ”რკინიგზის ტელეკომისთვის”. საქმეზე ასევე მიმდინარეობდა სასამართლო დავა, მას შემდეგ, რაც ”კავკასუს ონლაინის” ახალი მფლობელების შესახებ გახდა ცნობილი, გაურკვეველია რას მოიმოქმედებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია – კვლავ მოითხოვს დაკისრებული ჯარიმების გადახდას ”კავკასუს ონლაინისგან” თუ ჩამოაწერს აღნიშნულ ჯარიმას. ასევე, რომ უახლოეს დღეებში იწურება მარეგულირებელი კომისიის მიერ CAUCASUS Online-სთვის მიცემული კიდევ ერთი ვადა. კომპანიამ პირველ მაისამდე უნდა დააბრუნოს წილები პირვანდელ მდგომარეობაში, თუმცა როგორ განვითარდება საბოლოოდ მოვლენები და დახუჭავს თუ არა თვალს მარეგულირებელი კომისია ”კავკასუსის” არაერთ დარღვევაზე თვალს ეს ჯერ უცნობია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up