„რუსეთის ნაკრებში? ქართველი ვარ და ყოველთვის საქართველოსთვის ვითამაშებ“ - ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ

„რუსეთის ნაკრებში? ქართველი ვარ და ყოველთვის საქართველოსთვის ვითამაშებ“ - ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ

access_time2021-04-24 20:00:53

ოპულარულმა გამოცემა „ბიზნეს-ონლაინმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.


მიუნხენის „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „აიაქსი“, „ნაპოლი“ – ეს არის ევროპული ტოპ-კლუბების სია, რომელსაც მედია „რუბინის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს უკავშირებს. თუ ადრე ყაზანის კლუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ოფიციალური წინადადებით არავინ მიმართა, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად შეუძლებელი გახდა თავდამსხმელის მიმართ გაზრდილი ინტერესის უარყოფა.


„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ Match TV-სთან ახლახან მიცემულ ინტერვიუში გააზიარა თავისი პროგნოზი: „ვფიქრობ, ის გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს“. მისი აზრით, უმჯობესია ქართველმა ბიჭმა თავი გამოსცადოს ნებისმიერი ევროპული ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდებში და დაუყოვნებლივ ტოპ-კლუბში არ წავიდეს.



 

 არის ერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტიზურიკო დავითაშვილი, რომელთანაცრუბინშითამაშობდით. თქვენ საქართველოდან მეგობრობთ?

– 11 წლიდან ერთად ვართ. როდესაც პატარები ვიყავით, გვერდიგვერდ ვთამაშობდით. თუ მასთან შემადგენლობაში ვარ, მაშინ თამაში უკეთესად გამოგვდის. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ვიცი სად გასცემს პასს და რომელ ადგილზე გაიხსნება. ის ნიჭიერია. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა აქვს, დიდ კლუბში ითამაშოს.

 


საბჭოთა პერიოდშიდინამო“ სუპერკლუბად ითვლებოდა, წარმატებით თამაშობდა ევროპულ შეჯიბრებებში. შეგიძლიათ ეს გუნდი ამჟამინდელრუბინსშეადაროთ?

– რუბინის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია, ვიდრე თბილისური კლუბის. საკმარისი მოედნები არაა. ამავე დროს, „დინამოს“ აქვს კარგი ბაზა. საქართველოში მხოლოდ 3-4 გუნდია მსგავსი პირობებით, კარგი სტადიონებით.




თურუბინისაქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ითამაშებს, როგორ დასრულდება მატჩი?


– რა თქმა უნდა, „რუბინი“ გაიმარჯვებს, მაგრამ საქართველოში შესანიშნავი გუნდები არიან. მაგალითად, თბილისურმა „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპული შეჯიბრებიდან გააგდო. საქართველოში ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს ხარისხს მატებს. არის პროგრესი და განვითარება. აშენებენ სტადიონებს, ბაზებს.



ტაქტიკის თვალსაზრისით, ძნელი იყო რუსულ ფეხბურთთან შეწყობა?


 – ადვილი იყო, რადგან „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი სიომინი გახლდათ. მასთან პირველივე საუბრის შემდეგ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვვარჯიშობდი, ვუყურებდი „ლოკომოტივის“ სხვა მოთამაშეებს და საბოლოოდ ვისწავლე.


 

როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად თქვენს თაობას საქართველოში რუსეთისადმი?



– პოლიტიკური კითხვაა. არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება.

 

 

ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში?


– ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემტევი მოთამაშეებიდან გიორგი ქინქლაძე. მას მესის მსგავსი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვფიქრობ, მას შეეძლო ოქროს ბურთის მოპოვება. ძნელია მესამე დაასახელო, ბევრი ძლიერი იყო – ძმები არველაძეები, თემური ქეცბაია. ყველას ჩამოთვლა არ შეიძლება.



ვინ არის შენი საყვარელი ქართველი მოთამაშე?


– მომწონდა როგორ თამაშობდა ქინქლაძე, მაგრამ კალაძე ყველაზე წარმატებული გახდა. იმ დროს, ჩემი ასაკის გამო, ქინქლაძის თამაშებს ვერ ვუყურებდი, ახლა კი გადახედვის შესაძლებლობა არსებობს. ტალანტია! საქართველოში ყველა ამბობს, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.



საქართველოში უკვე სუპერვარსკვლავი ხართ?


– არა!

 

 მაგრამ თქვენ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს


– კარგია, მაგრამ მე კიდევ მაქვს გასაკეთებელი. დიახ, აღიარება დიდია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩებში, რა თქმა უნდა, მცნობენ. იღებენ სურათებს, მთხოვენ ავტოგრაფებს. ბევრმა დაიწყო „რუბინის“ მატჩების ყურება.

 

ადრე ამბობდნენ, თქვენ ბადრი კვარახელიას შვილი ხართ და ახლა მასზე ამბობენ, რომ ის ხვიჩის მამაა?


–  რა სიმაღლეზეც უნდა ავიდე, მაინც მამაჩემის შვილი ვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მას ვაჯობო

 

წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია: სლუცკი გახდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი და ნაკრებში მიგიწვიათ. რას უპასუხებდით?


– მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და მაინც ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. დიახ, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ევროპის ჩემპიონატებში მოხვედრის ნაკლები შანსია, მაგრამ ეს ჩემი მშობლიური ქვეყანაა. რაიან გიგზი თამაშობდა უელსში და დიდი ტურნირებზე არ მოხვედრილა, შემდეგ კი გარეთ ბეილი მოვიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა. ყველას თავისი გზა აქვს.

 

ოდესმე გიჩხუბიათ?


– მეგობრებთან ერთად ეზოში – რა თქმა უნდა.



 

 

ყოველ კვირას ჩნდება სიახლე, რომ თქვენით ერთ-ერთი უცხოური კლუბი ინტერესდება. თუ არა დღეს, ხვალ კარგ გუნდში წაგიყვანენ. რომელ კლუბში გსურთ თამაში?


 – ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი მადრიდის „რეალს“. მაგრამ უფრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ვიდრე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე.

 

 

 დაბოლოს, გვინდოდა გვეკითხარუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ მას ძალიან სურს გუნდში თქვენი შემდეგი წლისთვის დატოვება. დათანხმდები?


– არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა ძნელია, რადგან არ ვიცი რა იქნება ხვალ. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყოველთვის არის განვითარების შანსი, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ შენს თავზე.

 

 

სანამ დრიბლინგს იწყებთ, ფიქრობთ თქვენს მოქმედებებზე თუ ყველაფერი ინტუიციურად მოდის?


– ეს ყოველთვის უფრო ინტუიციურია, რადგან შეუძლებელია რამე მოიფიქრო და წინასწარ დაგეგმო. თამაშის დროს, ეს თავისთავად მოდის.

 

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up