„რუსული ბიზნესი ტენდერებით საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს თანხებს - ეს ყველაზე დიდი პრობლემა და საშიშროებაა“

„რუსული ბიზნესი ტენდერებით საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს თანხებს - ეს ყველაზე დიდი პრობლემა და საშიშროებაა“

access_time2019-07-08 09:00:30

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  ბოლო წლებში რუსული კაპიტალი საქართველოში წამყვანი რგოლია.


ჩრდილოეთ მეზობლის კომპანიებს ბაზარზე ათვისებული აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესის ისეთი ძირითადი სფეროები როგორიცაა:


ენერგეტიკა,  ნავთობპროდუქტები, მადნეული, ტელეკომუნიკაცია, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები, კვების პროდუქტები და მშენებლობა.


ეს ზუსტად ის ჩამონათვალია, რომელსაც ემყარება საქართველოს ეკონომიკის მნიშველოვანი ნაწილი, ამიტომ დღეს არსებული მდგომარეობის ფონზე ჩნდება კითხვა - გახდა თუ არა საქართველო რუსულ კაპიტალზე დამოკიდებული?


ციფრები ყველაზე მკაფიო და აშკარა განმარტებას იძლევა:


  • ბოლო ექვსი წელის  მანძილზე 15-ჯერ გაიზარდა იმ რუსული კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ (შესაბამისად ამ კომპანიებმა ფული ქვეყნის ბიუჯეტიდან აიღეს);
  •  საქართველოში ასევე რეგისტრირებულია 208 კომპანია, რომელთა დამფუძნებლები რუსული კომპანიები არიან.

(წყარო: „ბათუმელები“)



  • აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე პერიოდის ანალოგიური სტატისტიკა  არ მოიპოვება. 


მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტიც, რომ გარდა იმ 208 კომპანიისა, რომელთა დამფუძნებლები (მთლიანად ან ნაწილობრივ) რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში 5 088 ისეთი კომპანიაც არის დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი (მეწილე) მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი (აქედან ერთი რუსეთის) მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია (წყარო „ბათუმელები“).


რუსული კაპიტალის გავლენებზე თავის დროზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც აქტიურად საუბრობდა. ასოციაციამ ყველა ის მსხვილი  ბიზნესი გამოავლინა, რომელიც საქართველოში ოპერირებს:


„ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა ის ძირითადი სურათი, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია ამ მიმართულებით. მითუმეტესს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივად ისმის საუბარი ამ თემაზე, რომ რუსული კომპანიები, მათ შორის - რუსული სახელმწიფო კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოში, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე სხვადასხვა ბიზნესში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკრიბა ის ძირითადი კომპანიები, სადაც იყო რუსული ინტერესები, განსაკუთრებით, სადაც იყო 50% და მეტი წილი წარმოდგენილი რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიებით“.



ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ყველაზე დიდ პრობლემას და საშიშროებას რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში ხედავს. მისი თქმით, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის სახელმიწფოებრივ პოლიტიკასა და მის განვითარებაზე. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ ხელისფულება და მოსახლეობა ერთმანეთს მკვეთრად დაშორებულია.


„სამთავრობო ტენდერების ნაწილი, ცალსახად სამწუხარო ფაქტი და პრობლემაა,  როცა რუსული ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს  ფულს და ამავდროულად, ის არის ოკუპანტი ქვეყნიდან, გამოდის მთავრობას ეს საკითხი არ აღელვებს. ანუ სახელმწფოს და მოსახლეობას ამ ნაწილში სრულიად  სხვადსხვა ხედვა აქვს და ეს აისახება ბიზნესზეც. ხელისუფლება უბრალოდ მოწყვეტილია მოსახლეობას. და კიდევ ერთი, მსგავს ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური პოლიტიკა, ესე იგი რასაც 2012 წელს გვპირდებოდა (რომ საქართველო ევროპაში მისაბაძი  ქვეყანა გახდებოდა) ტყუილია“.


კითხვაზე რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეს გზა და რატომ იზრდება სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების წილი, ზვიად ხორგუაშვილი მთავარ აქცენტს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს:


„მთელი ხელისუფლება და ქვეყნის მმართველობა დღეს დამოკიდებულია ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე, ეს ყველამ კარგად ვიცით. იმიტომ, რომ ივანიშვილი, პირველ რიგში, ზრუნავს საკუთარ კაპიტალზე და ვიცით, რომ მისი მნიშვნლოვანი ბიზნესები სხვა ქვეყანაშია, ამიტომ არ აინტერესებს რა ხდება საქართველოში.  მისი ინტერესის სფერო არ არის რაღაც სახელმწიფოებრივი ხედვა ან დემოკრატიული განვითარება. მარტივი მაგალითი, მას რომ ლარის კურსი ადარდებდეს, მთავრობა ნამდვილად გადადგამდა ეფექტურ ნაბიჯებს გაუფასურების დასასტაბილურებლად. თუმცა ივანიშვილს თავისი კაპიტალი ეროვნულ ვალუტაში არ აქვს და ამიტომ რა ედარდება?!“.


რაც შეეხება კერძო სექტორს და ბიზნესგარემოს რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ნაწილს, ამ შემთხვევაში ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი სერიოზულ პრობლემებს ვერ ხედავს.   ეს საკითხი მნიშვნლოვან გამოწვევად იქცევა, თუ უახლოეს მომავალში ბაზრის დივერსიფიცირება არ მოხდა.


„2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა გახდა. უბრალოდ შემდეგ ომი დაემთხვა და ამან დაგვწია უკან. ამის იმის თქმა მინდა, რომ რუსული ფულის შემოდინება ბიზნესში სავალალო არ არის. მდგომაროება დამძიმდება მაშინ თუ მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობის წილი 15 %-დან 35 %-მდე გაიზრდება და უცებ ემბარგო დაგვიწესონ. ამიტომ, ჩვენ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად და ზოგადად ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება ბაზრის დივერსიფიცირება,. ხელისუფლებამ სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციები აუცილებლად უნდა მოიზიდოს“.  


ზვიად ხორგუაშვილი მთავარ პრობლემას ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთსაპირისპირო ხედვებში ხედავს რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ პროპორციულად, ციფრბით აისახაება ეკონომიკაზე,




სალომე ლემონჯავა

















დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up