ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება - გაძვირება უკვე დაწყებულია

ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება - გაძვირება უკვე დაწყებულია

access_time2019-11-20 14:01:19

ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც როგორც აქციზიც, ასევე ადვალური გადასახადიც შესახვევ თამბაქოზე გაიზრდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება.

 

21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს, კვირის ბოლომდე კი ფასი უფრო გაიზრდება.

 

ამ დროისთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი - ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით. აქციზის განაკვეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მოწევის შემცირების აუცილებლობით ახსნა, თუმცა ამ რეგულაციას შედეგი არ მოუტანია. მწეველთა დიდი ნაწილი დაბალი ხარისხის ე.წ. გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა, რომელიც ქვეყანაში დაუბეგრავად შემოდის. შესაბამისად, შემცირდა აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები - 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ამ გადასახადის სახით დაგეგმილზე 175 მილიონი ლარით ნაკლები თანხა შევიდა. ამგვარი შედეგის გამო, მთავრობა გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ მთლიან სექტორზე, საკონსულტაციო კომპანია "ეისითი იმპაქტმა" შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მწეველების დაახლოებით მესამედმა სიგარეტი უფრო იაფფასიანი გადასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა, ამან კი უკუშედეგი გამოიწვია. ერთი მხრივ, მომხმარებელი იძულებული გახდა გადასულიყო გაურკვეველი წამომავლობის ნაწარმის მოხმარებაზე და მეორე მხრივ, იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ შესახვევ თამბაქოზე რეგულაციების დაგეგმილი გამკაცრებას მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება.

 

„კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების მესამედმა სიგარეტი ე.წ. გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა. ვინც ე.წ. შესახვევ თამბაქოს მოხმარებაზე არ გადასულა, მათი 14-15% ფიქრობს დაიწყოს მისი მოხმარება. შესახვევ თამბაქოზე რეგულაციები კი გამკაცრდა, მაგრამ ფასებს შორის სხვაობა მაინც დიდია, ამიტომ ეს მწეველთა მოტივაციას, სიგარეტი გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლონ, არ შეცვლის. რეგულაცია მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს, მაგრამ დაბალი სოციალური ფენის მწეველებში ჩანაცვლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება. ვიდრე საგადასახადო პოლიტიკა არ გადაიხედება და არ მოხდება რეგიონალური სურათის გათვალისწინება და სანამ კონტრაბანდის შემოდინება არ იქნება მინიმალურ დონეზე დაყვანილი, ეს ტენდენცია შენარჩუნდება”, - აღნიშნა ორგანიზაციის წამყვანმა ეკონომისტმა ლიკა გოდერძიშვილმა.

 

ბოლო წლების განმავლობაში, კონტრაბანდა თამბაქოს ფასის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა. მწეველთა რიცხვი კი 3% მეტით არ შემცირებულა. ეკონომიკას რეგულაციები და გადასახადები კი არა, ბიზნესი ამუშავებს და ამას სამწუხაროდ ვერ მიხვდა ხელისუფლება, - ასე ფასებს ბოლო გადაწყვეტილებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა აოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

 

"ჩვენ თუ შევხედავთ ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილს, დავინახავთ, რომ აქციზითან დაკავშირებით მუდმივი ჩამორჩენა გვაქვს და ძირითადი პრობლემები თამბაქოს კუთხითაა. პარალელურად ვხედავთ წლიდან წლამდე გაზრდილ კონტრაბანდის წილს. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა არის მთავარი მიზეზი. უნდა გავიხსენოთ პრემიერის ბოლო შეხვედრაც, რომელზეც მან პრაქტიკულად დატუქსა შემოსავლების სამსახური, არ არის ძნელი მისახვედრი, რაში მდგომარეობდა გახარიას გაბრაზების მიზეზი. ამ რეალობაში გადასახადის ზრდით, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ვერ გვარდება. ეკონომიკას რეგულაციები და გადასახადები კი არა, ბიზნესი ამუშავებს.

 

ახალ-ახალი შეზღუდვებით, სამწუხაროდ, ვერც მწეველთა რაოდენობა მცირდება. წლებია ამ მეთოდებით მუშაობს სახელმწიფო და ვერ იღებს შედეგს. წლებია ეს მხოლოდ კორუფციას ზრდის და ამ გამოწვევას ვერ პასუხობს ხელისუფლება", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.

 

resonancedaily


თეგები:
თუთუნი



მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up