ხვალიდან საქართველოში სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება

ხვალიდან საქართველოში სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება

person access_time2016-01-14 16:10:34

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალიდან სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგს იწყებს. ჯანდაცვის სამსახურები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს, ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციებისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას შეამოწმებენ.

 

რას შეამოწმებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები, იქნება თუ არა სანქციები დარღვევებზე და რა გამოწვევების წინაშე დგანან სილამაზის და ტატუ სალონები?

 

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური, პედიკიური. მონიტორები შეაფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას , ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

 

სილამაზის სალონების წარმომადგენლები კი „კომერსანტთან" აცხადებენ, რომ ყველა პროცედურის დაცვა, მათ შორის, სადეზინფეციო საშუალებების შესყიდვა და გამოყენება, ძალიან მაღალ ფასებთან არის დაკავშირებული, რის გამოც, შესაძლოა, ბევრმა სალონმა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს და დაიხუროს ან იქამდე გააგრძელოს საქმიანობა, სანამ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არ შეამოწმებენ.

 

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სილამაზის სალონების მიერ წარმოებული პროცედურები, რომელთაც ინფექციების კონტროლის მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება ესაჭიროებათ, არც თუ მრავალრიცხოვანია. შესაბამისად, მათ დიდი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებები არ დასჭირდებათ. ამასთან, ნათია ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კოსმეტიკური და ესთეტიკური პროცედურები სისხლით გადაცემადი ინფექციების მაღალ რისკს უკავშირდება (მ.შ. ჰეპატიტები B და C), პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობაზე (მ.შ. სალონებში დასაქმებულ პირებზე) ზრუნვაა.

 

„შევისწავლეთ რა არსებული ვითარება, აღმოჩნდა, რომ ტატუ სალონებში ძირითადად ერთჯერად ნემსებს იყენებენ ანუ ამ კუთხით უფრო პრობლემურია მანიკიურის და პედიკიურის პროცედურები. ვერ გეტყვით, ეს ფინანსურად მათ რა დაუჯდებათ, მაგრამ გაცილებით მძიმეა იმ პირების მდგომარეობა, რომლებიც სალონებში დაინფიცირდებიან, ასევე, ძვირი ჯდება იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც ინფიცირდება ამ დაავადებებით, მაგალითად, C ჰეპატიტით. არის მედიკამენტები, რომლის ერთი ფლაკონის ღირებულება რამდენიმე ათასს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია ავწონ-დავწონოთ, რომელი უფრო ეფექტურია როგორც ეკონომიკურად, ასევე გამოსავლების თვალსაზრისით? სალონებმა შეასრულონ ის ელემენტარული პირობები, რისი შესრულების ვალდებულებაც მათ აქვთ, თუ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აღმოჩნდეს სერიოზული საფრთხის ქვეშ, ასევე,დაიხარჯოს კოლოსალური თანხები პაციენტების სამკურნალოდ?",- აცხადებს ნათია ნოღაიდელი.

 

რაც შეეხება სანქციებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის პროგრამა დასჯაზე ორიენტირებული არ არის და მას უფრო სწავლებისა და რეკომენდაციების სახე აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე დარღვევებზე არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, დასჯის მექანიზმები მას შემდეგ შემოვა, რაც ეს სისტემა გახდება სრულყოფილი.


 

სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა.

 

სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა. სააგენტომ მთლიანობაში 477 სტომოტოლოგიური დაწესებულება შეამოწმა.

 

როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი „კომერსანტთან" ახადებს, შემოწმებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და ქართლში.

 

„ძირითადი დარღვევები ტექნიკურ რეგლამენტში გამოიხატა იმაში, რომ დეზინფექციის და სტერილიზაციის ნორმები იყო დარღვეული, ასევე სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია - შენახვა - გატანის პროცესია დარღვეული. ასევე არის სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები და ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის საშუალებების კუთხით დარღვევები",- აცხადებს ნინო ხუციშვილი.


მისივე ინფორმაციით, დარღვევებზე ჯარიმები 500 ლარამდე მერყეობს და მისი დაკისრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

 

როგორც „სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი" ქეთი გოგილაშვილი აცხადებს, ზოგადად ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტებს გარკვეული კრიტერიუმები დაუწესდათ, რადგანაც 2005 წლიდან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებული იყო.

 

„2005 წლიდან სახელმწიფო რეგულაციები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საერთოდ გაუქმებული იყო, ეს ნიშნავდა, რომ არც კლინიკის გახსნა და არც დახურვა შეტყობინებას არ ექვემდებარებოდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო, თუ რამდენი სტომატოლოგი მუშაობდა, როგორი უნდა ყოფილიყო სტომატოლოგიის კაბინეტი და ა.შ.",- აცხადებს ქეთი გოგილაშვილი.

 

მისივე თქმით, პროგრამის შედეგი ისაა, რომ სტომატოლოგიური კლინიკები უფრო მობილიზებულები და დაინტერესებულები არიან, რომ დააკმაყოფილონ სტანდარტები.

 

„სტომატოლოგთა ასოციაციის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირადად მან შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებში 2400-მდე სტომატოლოგი გადაამზადა. ქეთი გოგილაშვილის თქმით, სწორედ გადამზადების დროს დაფისქირდა მზარდი ინტერესი სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

 

 

„ტატუსალონებისა და სალონების შემოწმებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სალონებში არსებობს სპეცსტერილიზატორები, მაგრამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად ითვალისწინებენ სალონები წინასასტერილიზაციო პირობებს, რადგანაც ამის გარეშე სტერილიზაციას აზრი არ აქვს",- აცხადებს ქეთი გიგოლაშვილი.

 

 

 




„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...


მსგავსი სიახლეები

up