ხვალიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
"საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება ხვალიდან 25 თებერვლიდან, ყველანაირი კოვიდრეგულაციის და ნორმების დაცვით" — განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.