ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

access_time2021-07-31 13:04:25

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.

 

კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარშე.

 

„პაკეტში შედის ის წამყვანი ეროვნული მაუწყებლები, რომლებიც გამოირჩევიან არამარტო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებით, არამედ წარმოადგენენ ერთმანეთთან სრულიად დაპირისპირებულ მხარეებს, რომლებიც მაყურებელს სთავაზობენ აბსოლუტურად განსხვავებულ პროგრამებს და პოლიტიკურ ანალიზს.

 

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამოთქვამენ შეშფოთებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 


დასახელებული ეროვნული მაუწყებლები ექცევიან სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) მოთხოვნის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“ და რაც გულისხმობს მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას ყველა ტრანზიტორი კომპანიის ქსელში.


მაუწყებლები ვრცელდებიან ღია ეთერში, რაც უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე. იმისთვის რომ მოსახლეობამ უყუროს ამ ტელეარხებს შეუფერხებლად, ეს მაუწყებლები თავად უხდიან თანხებს გამავრცელებელს (მულტიფლექს ოპერატორი) საკმაოდ სოლიდურ თანხებს, ასევე უზრუნველყოფენ შეუფერხებელ მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემებით. მხოლოდ კაბელით გავრცელება არის ფასიანი. შესაბამისად მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მოთხოვნის წაყენება, რომ მათ ქსელში გავრცელება იყოს ფასიანი და მომხმარებელმა ამ არხების ყურებაში გადაიხადოს დამატებითი თანხა, არის დისკრიმინაციული მოთხოვნა, რაც ზღუდავს ქვეყანაში განსხვავებული ინფორმაციის მიღების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს.


მაუწყებლების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა ემთხვევა ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოიწვევს ხარჯების არამართლზომიერ ზრდას და აუცილებელი გახდება ფასების მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც გამოიწვევს მომხმარებელთა საყოველთაო უკმაყოფილებას და აგრესიას. შესაბამისად ტრანზიტორი კომპანიების მიერ მოხდება გათიშვა ამ არხებისა, რაც გამოიწვევს დიდ საერთაშორისო რეზონანსს, რაც ჩრდილს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს, მედია პლურალიზმს, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და სიტყვის თავისუფლების გარანტირებულ უფლებას, გახდება არაერთი სპეკულაციის საბაბი, რაც საბოლოოდ მაინც დააზარალებს მოსახლეობას და ქვეყანას. შესაბამისად, არ გვსურს სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ჩართულნი იყვნენ ისეთ პროცესებში, რაც დამაზიანებელია სახელმწიფო ინტერესებისთვის და რაც შეიძლება შედიოდეს კიდეც გარკვეული ძალების მიზნებში.


კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტრანზიტორი კომპანიებისთვის ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა არის დისკრიმინაციული, არღვევს მომხმარებელთა უფლებას მიიღონ განსხვავებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რა საშუალებით მიეწოდებათ მათ სიგნალი (ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი).

 

ვფიქრობთ, ეროვნული მაუწყებლების ქსელიდან გათიშვა გახდება აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნულს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, კომპანიების მონიტორინგითა და მათთვის სანქციების დაწესებით, რაც დიდი ალბათობით გარდაუვალი იქნება თავად მაუწყებლებისა და „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნის საფუძველზე. ეს კი შექმნის ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას.

 

შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ავტორიზებული პირების ქსელში არ გაითიშოს არც ერთი ეროვნული მაუწყებელი. ამისათვის, კი ყველა სათანადო უწყებამ უნდა მიიღოს გადამწყვეტი და სასწრაფო ზომები საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე.

 

მიგვაჩნია, რომ უნდა მოწესრიგდეს სავალდებულო და ფასიანი ტრანზიტის საკითხები ერთმნიშვნელოვნად და საბოლოოდ, ისე, რომ მუდმივად არ ხდებოდეს მაუწყებელთა მხრიდან მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომები და სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) თემა მოწესრიგდეს იმგვარად, რომ გამოხატავდეს მის ნამდვილ არსს და არ რჩებოდეს მხოლოდ ქაღალდზე, საკუთარი თავის მოსატყუებლად, რომ ქვეყანაში მოქმედებს Must Carry. ქვეყანაში მოქმედებს Must Carry მახინჯი ფორმით, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებლები ავალდებულებენ კომპანიებს მათი არხები სავალდებულო წესით ჩასვან ქსელში, მეორეს მხრივ კი შეუძლიათ მათი სიგნალის გავრცელება გახადონ ფასიანი, რაც იწვევს სავალდებულო წესით მომსახურების გაძვირებას ან მათი ქსელიდან გათიშვას, რასაც არასდროს მოყოლია კარგი შედეგები არც მედიისა და არც ქვეყნის ინტერესებისთვის.

 

იმედს გამოვთქვამთ, საკითხს მიექცევა სათანადო ყურადღება და მისი გადაწყვეტა არ დააზარალებს როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას,“-აღნიშნულია განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up