ხვალ, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ეწვევა

ხვალ, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ეწვევა

access_time2019-05-18 12:20:07

საქართველოს 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ეწვევა.


როგორც „კომერსანტს“ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, 20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.


„შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძის და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.



კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.


2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3 - წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ პროგრამის სამი მიმოხილვა დაასრულა და მის წარმატებით განხორციელებას განაგრძობს.


კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს“ – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.








რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up