ხვალ,  „რომანოვების სასახლისა“  და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, „რომანოვების სასახლისა“ და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება

access_time2018-10-11 15:29:00

ხვალ, 12 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე „რომანოვების სასახლისა “ და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ბორჯომი. მესხეთის ქ. 16. ლიკანის ისტორიული კომპლექსი.


დამატებითი ინფორმაცია: პროექტი ითვალისწინებს: ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე არსებული 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რომანოვების სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას.




„რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, არქიტექტორების, ისტორიკოსებისა და დარგის სპეციალისტების მიერ, მეცნიერულ კვლევებზე, არქივებში დაცულ მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა.




პროექტის მიზანი: ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პირველად, არსებობის მანძილზე - ლიკანის ისტორიული კომპლექსი გახდება საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიულ სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსებული იქნება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები. ბორჯომის ისტორიული პარკისა და დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.



ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ XIX საუკუნის ბოლოს აგებული სასახლე და ისტორიული პარკი. მოხდება კომპლექსის სრული ინტეგრირება საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.


(R)






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up