ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ხუთი მსხვილი ბანკის „საქართველს ბანკის“, „თიბისის“ „ლიბერთი ბანკის“, „ვითიბის“ და „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ 197,208,783 ლარი შეადგენდა.
საქართველოს ბანკი
2020 წლის II კვარტალში „საქართველოს ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 97,601,889 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩენებელი 75,910,291 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „საქართველოს ბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 17,452,010,598 ლარი იყო. 2019 წლის პირველ კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 14,750,393,855 ლარი შეადგინა.
თიბისი
2020 წლის II კვარტალში „თიბისი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 76,800,696 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩენებელი 54,830,348 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში „თიბისი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 18,988,010,445 ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 16,846,980,550 ლარი შეადგინა.
ბაზისბანკი
2020 წლის II კვარტალში „ბაზისბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 13,192,769 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 8,048,305 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,679,735,412 ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,500,793,054 ლარი შეადგინა.
ვითიბი
2020 წლის II კვარტალში „ვითიბი“ ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 9,570,309 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი 8,471,699 ლარი იყო.
მიმდინარე წლის 6 თვეში „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივების რაოდენობა 1,779,907,405 ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,671,424,252 ლარი შეადგინა.
ლიბერთი ბანკი
2020 წლის II კვარტალში „ლიბერთი ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 43,120 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 59,635 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში „ლიბერთი ბანკის“ მთლიანი აქტივების რაოდენობა 2,455,583,152 ლარი იყო. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,996,556,415 ლარი შეადგინა.