ხუთი მილიონი 4 თვეში - პარლამენტის პრემია-დანამატები

ხუთი მილიონი 4 თვეში - პარლამენტის პრემია-დანამატები

access_time2017-05-02 11:00:47

ხუთმა დეპუტატმა სამ თვეში დედამიწას ორჯერ "შემოუარა"


მთავრობის მიერ ხარჯების შესამცირებლად გამოცხადებუ­ლი საყოველთაო ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯზე პრემია­-დანამატების გაცემა კვლავ გრძელდება. "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსა" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის საგანი ამჯერად საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის გაცემული­ სარგო, პრემია-დანამატები და საწვავის ხარჯები გახდა. საინტერესოა, რომ ხელფასის გარდა, გასულ ოთხ თვეში პრემია-დანამატი სხვადასხვა რაოდენობით უკლებლივ ყველა პარლამენტარმა აიღო.

 

მკვლევრების მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო­ ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართ­ველოს პარლამენტის დეპუტა­ტებს ხელფასის სახით მიეცათ­ 3.039.081 ლარი, საიდანაც დანამატი 1.839.281 ლარია. ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ პარლამენტარები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ირმა ინაშვ­ილი,­ დავით ბაქრაძე, სერგი­ კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური, რომან გოცირიძე, ილია ნაკაშიძე. თითოეული მათგანის შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 23 ათას ლარს გადააჭარბა.

 

ლევან ხაბეიშვილი, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერი: "ჩვენი კვლევით გამოირკვა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 100 დღის განმავლობაში 120 პარლამენტარი არც ერთი კანონპ­როექტის ინიციატორი არ ყოფილა. ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ათი პარლამენტარიდან თითო ინიციატივა წამოაყენა მხოლოდ სამმა (ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, რომან გოცირიძე), რაც შეეხება დანარჩენ შვიდს (თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე), მათ 100 დღის განმავლობაში საკანონმდებ­ლო ინიციატივა არ შემოუთავაზებიათ.

 

ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფ­ორმაციით ირკვევა, რომ პარლამენტის აპარატის 17-მა თანამდებობის პირმა ოთხ თვეში, სახელფასო ანაზღაურების სახით, მიიღო 283.997 ლარი (აქედან დანამატი და პრემია 165.917 ლარია). როგორც პარლამენტარების შემთხვევაში, აქაც პრემია-დანამატი შეადგენს სახელფასო დანახარჯის თითქმის 60%-ს. ოთხ თვეში პარლამენტის აპარატის დანარჩენი თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურების სახით გაცემულია 4.838.175 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო 1.990.673 ლარია, დანამატი - 2.314.020 ლარი, პრემია - 533.480 ლარი.

 

გამოდის, რომ საქართველოს­ პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს. კვლავ უნდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: რა დამსახურებისთვის იღებენ ეს ადამიანები ასეთ პრემია-დანამატებს და რატომ ვერ დასრულდა ქვეყანაში ბიუჯეტის ხარჯზე, ხელფასთან ერთად, მსუყე პრემია-დანამატების გაცემის მავნე პრაქტიკა?


იმ თანხით, რომელიც ოთხ თვეში პარლამენტში პრემია-დანამატებად დარიგდა, შესაძლებელი იყო იძულებით გადაადგილებული, უსახლკარო 220 დევნილი ოჯახისთვის მიეცათ 22.000-ლარიანი კომპენსაცია; ასევე, ამ თანხით შეიძლებოდა, იმ ათიათასობით ადამიანიდან, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და ყოველთვიურ 50-ლარიან შემწეობას ითხოვენ, 8 ათასი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში დაეკმაყოფილებინათ.

 

მოგეხსენებათ, 39 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, მათგან 9,8 ათასს - ფინანსური პრობლემების გამო. ამ თანხით შესაძლებელი იყო 4,9 ათასი სტუდენტისთვის საშუ­ალოდ ათასი ლარის გადახდა, რითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.


 

ჩვენს მოქალაქეებს, განსაკ­უთ­რებით - პენსიონერებს, უჭირთ გაძვირებული მედიკამენტების შეძ­ენა. ოთხ თვეში გაცემული პრემია-დანამატის თანხით შეიძლებო­და 300-ლარიანი მედ­იკამენტის ვაუჩერის მიცემა 16 175 პენსიონერისთვის.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში 6 წლამდე­ ასაკის 9 774 ბავშვი შიმშ­ილობს. ზემოხსენებული თანხით შესაძლებელი იქნ­ებოდა ამ ბავშვებისთვის­ თუნდაც ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარების გაცემა... 4,85 მილიონი ლარით სამ-ოთხ სოფელში­ მოგვარდებოდა წყლის, გზის, ბუნებრივი აირის ან მინიმალური კომუნიკაციის პრობლემა. ამ თანხით შესაძლებელი იყო 200-მდე ობიექტის ადაპტირება შშმ პირებისთვის...

 

ამ ჩამონათვალის გაგრძელება­ კიდევ შეიძლება. როგორც ხედავთ,­ პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების მხოლოდ ოთხი თვის პრემია-დანამატით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა მმართველი ძალა და ხელისუფლება მიეჩვია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯს. თუ საქართველოს მოქალაქეები მიჩვეული არიან, რომ წელიწადში 12 თვეა და დასაქმებულები სწორედ 12 თვის ხელფასს იღებენ, პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის წელიწადში­ ზოგჯერ 25 ან 26 თვეა და სწორედ ამდენი თვის ხელფასს იღებენ".

 

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წევრი: "ასევე საინტერესოა, რომ პარლამენტის ბალანსზე 94 ავტომობილი ირიცხება. სამი თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით, საწვავის ხარჯმა პარლამენტში 92 690 ლიტრი­ შეადგინა, რაც სულ ცოტა 185.000 ლარი ღირს. სამ თვეში საწვავის ყველაზე დიდი დანახარჯი ჰქონდათ დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, სერგი კაპანაძეს, ილია ნაკაშიძეს, ირაკლი კოვზანაძეს, მარიამ ჯაშს, არჩ­ილ თალაკვაძეს, სიმონ ნოზაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, გიორგი ჟორჟოლიანს, ირაკლი ტრიპოლსკისა და დავით ბაქრაძეს.

 

ამ ადამიანებს პარლამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილების 10% ემსახურება, მათმა დანახარჯმა კი საერთო რაოდენ­ობის 20%-ს გადააჭარბა. შესაბამისად, სამი თვის განმავლობაში­ პირველი ხუთეულის დანახარჯი­ საწვავზე ასეთია: ირაკლი კობა­ხ­იძე - 2078 ლიტრი, დავით ბაქრაძე - 1900 ლიტრი, ირაკლი ტრიპოლსკი - 1850 ლიტრი, ილია ნაკაშიძე - 1817 ლიტრი და სერგი კაპანაძე - 1708 ლიტრი.

 

თუ თერთმეტი "ლიდერი" დეპუტატისთვის ყოველთვიური­ საშუალო დანახარჯი 600 ლიტ­რსაც აჭარბებს, დანარჩენი 83 ავტომობილის შემთხვევაში ხარჯი 350-დან 400 ლიტრამდე მერყეობს.

 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა პლენარული სხდომების გამ­ართვა 8 თებერვალს დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მთელი იანვარი და თებერვლის დასაწყისი ქუთაისში ჩასვლა არ უწევდათ. პლენარული სხდომების დაწყებიდან მარტის ბოლომდე პარლამენტარებს მხოლოდ 5-ჯერ მოუწევდათ ქუთაისში ავტომობილებით ჩასვლა, რაც მაქსიმალური 2,5 ათასი კილომეტრის გავლას ნიშნავს. თუმცა, ამ სამ თვეში საწვავის ხარჯიდან გამომდინარე, თითო პარლამენტარს დაახლოებით 21 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი. გამოვაკლოთ ამას ქუთაისამდე გზა და 18,5 ათასი კილომეტრი დარჩება. ეს მანძილი ყოველდღიურად მომუშავე ტაქსის მძღოლმა რომ დაფაროს, სულ ცოტა, 207 დღე დასჭირდება...

 

ერთობლივად სერგი კაპანაძეს, დავით ბაქრაძეს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ტრიპოლსკისა და ილია ნაკაშიძეს 105 ათას კილომეტრზე მეტი აქვთ გავლილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეკვატორზე დედამიწის გარშემოწერილობა 40 ათასი კილომეტრია, ამ ხუთ ადამიანს სამ თვეში დახარჯული საწვავით შეეძლო დედამიწისთვის ორჯერ შემოევლო და ალბათ, ახლა მესამე წრის შუაში არიან".

 

სოსო ცისკარიშვილი, ექსპ­ერტი: "როგორც უმრავლესობის, ისე - უმცირესობის დეპუტატები, რომლებმაც ამ ოთხ თვეში ყველაზე მეტი პრემია-დანამატი მიიღეს, ფრაქციის ხელმძღვანელები არიან. როგორც ჩანს, ხათუნა გოგორიშვილის ეშინიათ, რადგან ამ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტში მას თანამდებობა არა აქვს.

 

კვლევაში ასახული ციფრებით სამწუხარო რეალობაა გადმოცემული. როგორც ჩანს, ზოგიერთი­ საჯარო მოხელე განსხვავებას ვერ ხედავს საკუთარ ჯიბესა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის. პრემია-დანამატების ამ მავნე პრაქტიკაზე უკვე დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, არსებობს აუდიტის დასკვნებიც, რომლებშიც არ არის დასაბუთებული, რისთვის იღებენ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები. მიუხედავად ამისა, ამ საკითხისადმი დღეს საჯარო სამსახურებში ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას თავისი კრიტერიუმები აქვს პრემია-დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. პრემია კიდევ გასაგებია, შესაძლებელია, ეს განსაზღვრული ზეგანაკვეთური, დამატებითი სამუშაოს შესრულების წახალისების საშუალება იყოს, მაგრამ დანამატი მხოლოდ ვიღაცის ჯიბის გასქელებასა და ამავე დროს, საზოგადოების გაღიზიანებას ემსახურება. თუ მაინცდამაინც ასე ძვირად უღირთ დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები, რატომ თავიდანვე არ ასახავენ ამ დანამატს სახელფასო სარგოში? ჩნდება ვარაუდი, რომ ზოგს ეს შემოსავლის შენიღბვის საშუალებად მიაჩნია.

 

მართალია, პარლამენტი მალე ქუთაისიდან გადმოვა, მაგრამ როცა დეპუტატების პრემია-დანამატებსა და სხვადასხვა ხარჯზე ვლაპარაკობთ, გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლებთან ერთად, ქვეყნის ბიუჯეტს პარლამენტის ორი შენობის შენახვაც უწევს. ესეც დამატებითი ხარჯია, ხალხის ჯიბიდან გადახდილი, რადგან მოგეხსენებათ, ბიუჯეტი, ძირითადად, გადასახადების ამოღებით ივსება. როგორც ჩანს, ხალხს თავისი არჩეული პარლამენტარების შენახვა არცთუ იაფი უჯდება, ამიტომ კანონმდებლებმა­ საქმით მაინც უნდა დაანახონ ამომრჩეველს, რომ აღებული პრემია-დანამატების საპირწონედ რამეს აკეთებენ".

 

 

 




კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up