„ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს“ – აკაკი ზოიძე

„ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს“ – აკაკი ზოიძე

access_time2019-09-20 12:00:43

„ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია. ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს და მცირდება კიდეც იმ ხარჯებთან შედარებით, რაც ხმარდება პენსიებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და ა.შ.“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.


ზოიძემ ბიუროკრატიული ხარჯების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ის რეზერვს ხედავს მანქანებით მომსახურებაში, ბენზინსა და სამეურნეო ხარჯებში.


„ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია. ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს და მცირდება კიდეც იმ ხარჯებთან შედარებით, რაც ხმარდება პენსიებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და ა.შ. ქუჩაში ადამიანების გაშვებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებს არჩენენ და შემოსავალი მიაქვთ. სანამ კერძო სექტორში სამუშაო ადგილები საკმარისი ტემპით არ შეიქმნება, არ შეიძლება, უმუშევრობა გავზარდოთ იმ ადამიანებით, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და ხშირ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე მათი ხელფასია და მათი დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ.



სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს და წარმოდგენილია, როგორც უზარმაზარი შემოსავლების, ჯილდოების და დანამატების ადამიანებად. ათიათასობით საჯარო მოხელე თავდადებით მუშაობს დაბალ ხელფასზე. აქ ვერანაირ რეზერვს ვერ ვხედავ. პოლიციელებს რომ ხელფასი მოემატათ, რომლებიც სამძებრო სამუშაოებით არიან დაკავებულები, აქაც ვერ ვხედავ ვერანაირ დასაძრახს, პირიქით, უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. მასწავლებლებს რომ მოემატება ხელფასი და 1500 ლარი გაუხდება, ეს რეზერვი კი არა, ამ ქვეყნის მიღწევაა. რეზერვი არის მანქანები, სამეურნეო ხარჯები, ბენზინი და კეთილი ინებონ და იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვისაც არ სჭირდება მაღალმთიან რეგიონებში სიარული. კეთილი ინებონ და სატელეფონო ხარჯები საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურონ. აი, რეზერვი სად არის და არ სჭირდება კიდევ წელიწადში ორჯერ რემონტის ჩატარება. რეზერვები აქ არის და დიდი იმედი მაქვს, მთავრობა ამას გააკეთებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული.გახარიამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.


BFM






ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up