როგორ მიმდინარეობს ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი - ( ექსკლუზიური რენდერები)

როგორ მიმდინარეობს ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი - ( ექსკლუზიური რენდერები)

access_time2021-04-21 14:00:25

არქი ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვარკეთილი დეველოფმენტი“ უკვე წელიწადზე მეტია ვარკეთილის ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს ტერიტორიაზე, რომელიც მას თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. 40 მილიონი ლარის ინვესტიციით მიმდინარე პროექტი დაწყებიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს და მუნიციპალიტეტს გადაეცეს.



როგორ მიმდინარეობს პროექტი, იმოქმედა თუ არა პანდემიამ მის მსვლელობაზე და ხომ არ იგეგმება სხვა უბნების ჩართვა მსგავსი განახლების გეგმაში? ამ კითხვებით „კომერსანტმა“ მერიის ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და შპს. “ვარკეთილი დეველოფმენტის“ დირექტორს დიმიტრი ადამიას მიმართა. დედაქალაქის მთავრობაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ახალი ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამაზე არ გაჟღერებულა გარდა იმისა, რაც უკვე ცნობილია, ხოლო შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი მოკლე პასუხებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და 5 კორპუსის განახლება ვალდებულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.





„ყველაფერი კარგად არის, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეამოწმოს.  პანდემიამ იმოქმედა პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული და ყველაფერში ვეტევით. სულ ხუთი კორპუსია, პროცესი მიდის შეუფერხებლად და  წარმატებით. რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული, იმას ვასრულებთ.იმედია არფერი არ შეუშლის ხელს ამ ყველაფერს და ბინებს მოსახლეობას გადავცემთ ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ანუ მუნიციპალიტეტს გადავცემთ დასრულებულ მწვანე კარკასს და ის - მოსახლეობას,“ - ამბობს დიმიტრი ადამია.






ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტით ჯამში 7545 კვ.მ დასრულებული მწვანე კარკასის მიღება იგეგმება. პირველ ეტაპზე 1500 კვადრატული მეტრის დასრულება იგეგმება. გეგმის მიხედვით პირველ რიგში, მოხდება იმ ოჯახების დაკმაყოფილება, რომელიც ყველაზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.



რა შეეხება სხვა უბნების კორპუსების ჩანაცვლების გეგმას, გასულ წელს მედიასთან მერიის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ აღნიშნა, რომ კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს, თუმცა პროცესზე პანდემიამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და უახლოეს მომავალში მოხდება დაანონსება ახალი უბნების კორპუსების განახლებაზე, თუმცა ამ დრომდე სხვა უბნებზე საუბარი დედაქალაქის მთავრობისგან არ ყოფილა.





შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 დასაწყისში “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატად ყოფნისას, კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ე.წ. “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე კორპუსებით ჩაანაცვლებდა. კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. რამდენიმე თვეში გამოცხადებულ მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად „შპს ვარკეთილი დიველოფმენთი“, ანუ  არქი ჯგუფი დასახელდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up