„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე  „ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა - მისმა მფლობელებმა უკანასკნელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ 200 ათასი ლარი შესწირეს

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე „ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა - მისმა მფლობელებმა უკანასკნელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ 200 ათასი ლარი შესწირეს

access_time2019-05-10 13:00:38


ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „შპს. ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა.  ხელშეკრულების პირობების მიხედვით კომპანიამ  არაუგვიანეს 3 წლის ვადაში უძრავი ქონება დასრულებული სახით უნდა გადასცეს მუნიციპალიტეტს. უშუალოდ მშენებლობა კი დოკუმენტის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.


როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ინტერესთა გამოხატვაში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულმა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა .


„მოგეხსენებათ, აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა უკვე მეორედ ჩატარდა, რადგან პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - ჩავარდა, ახლა კი გვყავს გამარჯვებული. მთავარი კრიტერიუმი გახლდათ მაქსიმალური ფართების გადაცემა და საგარანტიო პირობების სრულად შესრულება. რაც შეეხება უშუალოდ „შპს. ვარკეთილი დიველოფმენთს“, აქამდე მასთან საქმიანი ურთიერთობები არ გვქონია და ხრუშჩოვკების ჩანაცვლება იქნება პირველი“,- განმარტავს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინვესტიციების მოზიდვისა და  ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ივანე მესხი.


„კომერსანტის“ კითხვაზე  გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში რამდენმაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა  , ივანე მესხმა განაცხადა, რომ განცხადებები დახურული კონვერტის სახით შემოდიოდა, ამიტომ ზუსტი ციფრი უცნობია:


„ვიცით ის, რომ ბევრ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა. მაქისუმუმ 10-მდე კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, რაც გასაგებია. საუბარია დიდი მოცულობის სამშენებლო პროექტზე, რასაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ვერ გასწვდებიან“.



ჩვენ ასევე დავინტერესდით,  გამარჯვებულ კომპანიას რა გამოცდილება აქვს და რამდენი ხანია რაც ის ბაზარზე ოპერირებს . როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდზე ვკითხულობთ შპს „ვარკეთილი დიველოფმენთ“ მიმდინარე წელს, 2019 წლის 12 მარტს დარეგისტრირდა (შეგახსენებთ, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა დაახლოებით ამავე პერიოდი გამოცხადდა), თუმცა რა გამოცდილების ან პრივილეგიის საფუძველზე მოიპოვა დედაქალაქის მთავრობის ნდობა, ჩვენთვის უცნობია. 


ცნობილია ის, რომ კომპანიის დირექტორი დიმიტრი ადამია  გახლავთ, რომელიც პარალელურად კომპანიის 50 %-ანი წილის მფლობელია. როგორც კომერსანტმა გაარკვია, საპრეზიდენტო არჩევნებში მან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ  60 000  ლარი შესწირა, “ქართულ ოცნებას“ კი 2016 წლის არჩევნებში 30 ათასი ლარი.


დანარჩენ 50 %-ს კი თენგიზ წულაია ფლობს, რომელმაც ასევე სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი გადაუირიცხა, ხოლო 2016 წელს საპარლამენტი არჩევნებში “ქართული ოცნებას“ 50 ათასი ლარი. 


ცნობისთვის, ორივე მფლობელი შპს არქის ჯგუფის მეწილეები არიან.  


შეგახსენებთ, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოაცხადდა. პროექტი 3 ჰა ტერიტორიაზე, დაახლოებით 75 ათას კვ.მ-ის ფართობზე უნდა განხორციელდეს. თავის დროზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ კერძო სექტორს დაინტერესებისკენ ამგვარად მოუწოდა:


„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი უნდა აშენდეს. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია  მერიის ვებგვერდზე იქნება  განთავსებული . თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ  ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართოთ.




სალომე ლემონჯავა





პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up