ზვიად ხორგუაშვილი: ბახტაძე მემარცხენეა და ეს ქვეყნის ეკონომიკას არ წაადგება

ზვიად ხორგუაშვილი: ბახტაძე მემარცხენეა და ეს ქვეყნის ეკონომიკას არ წაადგება

access_time2018-06-14 19:13:00

ექსფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დასახელების ფაქტს, ეკონომიკის ექსპერტები სკეპტიურად აფასებენ.


ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძეს პირადად არ იცნობს,თუმცა მიაჩნია,რომ ის მემარცხენე''  ხედვის პოლიტიკოსია და ეს ისეტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას,როგორიც საქართველოა არ წაადგება: 


მამუკა ბახტაძის საქმიანობას თუ განვიხილავთ, ის დაინიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად და წარმატებული პროექტი გახადა წამგებიანი, 2012 წლიდან საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა შემცირდა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. შემდეგ მოულოდნელად ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.. ჰქონდა რამდენიმე საინრტერესო საკანონმდებლო ცვლილება გადასახადების შემცირების კუთხით. თუმცა საბანკო რეგულაციების გამკაცრებას დადაებითად ვერ შევაფასებ, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობას არსებობისთვის სჭირდება ხელმისაწვდომობა სესხებზე. დაროსესაც ქართული ოცნება ამბობს რომ არა და ამ გზას კეტავს ეს ჩემთვის მიუღებელია,რადგან ხალხი სესხის ასაღებად ბანკში გაჭირვების გამო მიდის — ამბობს  ზვიად ხორგუაშვილი. 


ეკონომისტის შეფასებით, თუ ხელისუფლების ხედვა არ შეიცვალა, საკადრო ცვლილებები ეკონომიკას ვერ დაძრავს. 




კომერსანტი









საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up