საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

access_time2022-01-20 15:00:05

ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება.



,,ლოკოკინა არის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, მა­ღა­ლი პრო­ტე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბისაა. ძა­ლინ ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მისი აქ­ტი­უ­რად მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო იმის გამოც, რომ ქო­ლეს­ტე­რი­ნს საერთოდ არ შეიცავს. თა­ვი­დან მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო საფ­რან­გე­თი, ბოლო 15 წლის განმვა­ლო­ბა­ში გან­ვით­რდა იტა­ლა­ი­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ინ­გლის­ში. ლოკოკინების ინდუსტრია ახლა ვი­თარ­დე­ბა ამე­რი­კა­სა და ჩი­ნეთ­ში. დაინტერესებაა ჰოლანდიიდან სამკურნალო ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ლოკოკინის ლოსიონს ითხოვენ კოსმეტიკური პროდუქტების მსხვილი მწარმოებლებიც.  ქარხანაში გვექნება ლორწოს შემკრები სპეციალური აპარატიც და მალე ლოკოკინის ხორცის პარალელურად, მისი ლორწოს რეალიზაციასაც შევძლებთ“, - ამბობს მერაბ ნადარაია.

 


ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 52 ფერმაა და ყველა მათგანი ევროპულ სტანდარტს 100%-ით აკმაყოფილებს. ფერმერები ,,ნადი გრუპის“ სპეციალისტების მიერ არიან მომზადებული და ზოგიერთმა მათგანმა პროდუქცია უკვე მიიღო.

 


როგორც მერაბ ნადარია ,,კომერსანტთან“ ამბობს, ევროპის ბაზრის გახსნა დიდ შერავათს მოუტანს როგორც მეწარმეებს, ასევე ეკონომიკასაც  და ახალ სამუსაო ადგილებს შექმნის.



,,რამდენიმე წელია, ვამზადებთ ფერმერებს ლოკოკინის ბიზნესისთვის, ამისთვის ვატარებთ უფასო სწავლებებს და ჩვენი ქოლგის ქვეშ უკვე 52 ფერმაა, მათგან ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს, რომ ფერმებს აქვთ ევროკავშირში პროდუქტის გატანის რეალური შესაძლებლობა.  ლოკოკინის ფერმები  მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განაწილებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის, რაჭაშიც. ზოგი წელს მიიღებს პირველ პროდუქტს, ზოგმა - უკვე მიიღო. გარდა ამისა, სამი წელია, აქტიურად  ვმუშაობთ, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეთ. არ მოგვერიდება თქმა, რომ შედეგი  ჩვენი მონდომებით არის მიღწეული. ცხადია, მთავრობამ დიდი წვლილი შეიტანა და ბოლოს მოხერხდა ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული ლოკოკინების დაშვება. ახალ ქარხანას 4-5 თვეში ავამუშავებთ და გარდა ნედლეულისა, უკვე  გადამუშავებული ლოკოკინების გატანასაც შევძლებთ. პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა“, - ამბობს მერაბ ნადარაია ,,კომერსანტთან“.




ლოკოკინების წარმოება თითქმის მთლიანად ექსპორტზეა გათვლილი. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა 5-7%-ს არ აღემატება.



როგორც  ნადარაია აღნიშნავს,  შიდა ბაზარზე მოთხოვნა ფაქტობრივად არ არის, რაც დაბალი ცნობადობით არის გამოწვეული. 



,,პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების ცოცხალი ლოკოკინების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, საქართველოში შესაძლებელია  მხოლოდ გადამუშავებული  ნაწარმი გაიყიდოს, ცოცხალი ლოკოკინების რეალიზაციის პრობლემა აქ დიდხანს იქნება, ამ პროდუქტისადმი ქართველების დამოკიდებულების გამო“, - ამბობს მეწარმე.



მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლოკოკინების წლიური წარმოება 300 ტონაა. ქარხნის ამუშავების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3 000 ტონამდე გაიზრდება. ქარხანაში პირველ ეტაპზე 70 ადამიანი დასაქმდება.



ამ ეტაპზე ,, ნადი გრუპის“ ფერმაში 35 ადამიანია დასაქმებული.



რაც შეეხება ლოკოკინის ფასს, 1 კგ. პროდუქტი ევროპაში 5 ევრო ღირს.



ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.



სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.



მარი ჩიტაია 






„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს
access_time2022-05-18 19:00:07
რუსეთის მთავარი საავტომობილო საწარმო „ავტოვაზი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული დასავლური სანქციების გამო, მუშაობის განახლებასა ვერ ახერხებს. ავტოკონცერნმა მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო მუშაობას სულ მცირე 27 მაისამდე ვერ განაახლებს„ავტოვაზი“ 6 ივნისიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე აპირებს გადასვლას, ელექტრონული კომპონენტების მიწოდების პრობლემის გამო. მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად...


მსგავსი სიახლეები

up