ხორცის მწარმოებელი „ვერძი" დაბალფასიან სეგმენტში შედის - "აქამდე კომპანია ძვირიან სეგმენტში იყო, რამაც არ გაამართლა"

ხორცის მწარმოებელი „ვერძი" დაბალფასიან სეგმენტში შედის - "აქამდე კომპანია ძვირიან სეგმენტში იყო, რამაც არ გაამართლა"

person access_time2016-10-14 18:00:59

 

ხორცის მწარმოებელი კომპანია „ვერძი" დაბალფასიან სეგმენტში შედის. როგორც კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერეკლე ნატროშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, აქამდე კომპანია ძვირიან სეგმენტში იყო, რამაც არ გაამართლა. კომპანიის საკუთრებაში არსებული 7 ბრენდული მაღაზიიდან 5-ის დახურვაც მოუწიათ. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეშვა დაბალი და საშუალო სეგმენტისთვის პროდუქცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან მცირე მოგების მარჟით ემუშავა.


ნატროშვილი ამბობს, რომ მაღაზიებში იაფფასიანი სოსისის ფასი 4 ლარი იქნება. „ძალიან ცოტა გვაქვს მოგება. ახლა ვმუშაობთ სახელზე, რათა ცნობადი გავხდეთ. სოსისების წარმოებაში ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ვიგებთ. ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება"-აცხადებს ნატროშვილი.


გარდა ამისა. ორშაბათიდან სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტში" კომპანიის მიერ წარმოებული საქონლის ხორცი გაიყიდება. ნატროშვილი ამბობს, რომ კომპანიამ შექმნა დისტრიბუციის ქსელიც, რომლის დახმარებითაც კახეთის რაიონის დაახლოებით 70 პროცენტშია წარმოდგენილი. ახალი კონცეფციისთვის კომპანიამ 50 000 ლარის ინვესტირება განახორციელა.



კომპანიას საწარმო დედოფლისწყაროში აქვს და რამდენიმე სახის ხორცპროდუქტებს აწარმოებს. მათ შორის სოსისებს, ძეხვებს და ასე შემდეგ. ამ დროისთვის მის მიერ წარმოებული ხორცპროდუქტების რეალიზაცია 2 ბრენდულ მაღაზიაში ხდება. მათ შორის 1 თბილისში, ხოლო ერთი-დედოფლის წყაროში მდებარეობს.


საწარმოს დღეში 5 ტონამდე ხორცის გადამუშავება შეუძლია. ამ დროისთვის კი შედარებით ნაკლები დატვირთვით მუშაობს. ნატროშვილი აცხადებს, რომ კომპანიას უკვე ჰყავს მსხვილი კონტრაქტორები - საჯარო ბაღები, სახელმწიფო დაცვის სამსახური და ასე შემდეგ.


კომპანია „ვერძი" 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა. კომპანიამ ჯამში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 




ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up